თავი 17

437 43 4
                                    

„შეუძლებელია სხვას დაეხმარო იქამდე, ვიდრე საკუთარი თავის შველა არ შეგიძლია“

კასანდრა კლერი


ზოგჯერ საკმარისია შეხედო ადამიანს, რომ მიხვდერამხელა შეცდომა დაუშვი. და სწორედ მაშინ, როცა მის თვალებში ხედავ საკუთარ თავს, ხვდები, რომ ურჩხული ხარ... მონსტრი, რომელიც ერთ დროს ადამიანი იყო...

-მაპატიე...-თქვა და გაუკვირდა საკუთარი თავის. ბოდიშს იხდიდა და რისთვის-არ იცოდა. ამ დროს კი ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი ადამიანური, თავად ზეინიც რომ შეაშინა...
-რისთვის?-ამელმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა,-სამწუხაროდ ჩემი არავინ მოგიკლავს და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ შენს სიაში არც მე ვარ...-თვალს არ აშორებდა ზეინს, უფროსს კი შიში იპყრობდა.
-რა სიაში..?-ისე იკითხა, დაბნეულმა, თითქოს ვერ მიხვდა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, ამელს კი გაეღიმა.
-შენ სიაში, ზეინ. მოკლულების სიაში...
-რა?
-წავიკითხე, მაშინ, როცა გითხარი მხოლოდ ყდას ვაკვირდებოდი-თქო... წავიკითხე და...
-რისთვის მოხვედი?-სულ დაავიწყდა ამელის ჭრილობებით სავსე სახე და ტკივილის ცრემლებით სავსე თვალები. დაავიწყდა გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიიღო... მხოლოდ მისი ტუჩების ამოძრავების მოლოდინში იყო... განაჩენის მოლოდინში... რა იქნებოდა ახლა? არ უნდოდა მოეკლა, მაგრამ, ალბათ, მოუწევდა... ვერ გაუშვებდა იმ ერთადერთ სამხილს, რასაც, ალბათ, წლებია ეძებენ მკვლელის დასაჭერად...
-მინდა მათ შორის ვიყო, ზეინ... მინდა შემდეგი მე ვიყო,-სთხოვდა. უყურებდა ზეინი და ხვდებოდა, რომ მართლა სურდა ეს.
-ამელ...-მავედრებელი თვალებით შეხედა გოგონას და იმედი ჰქონდა გაჩერდებოდა, მაგრამ არა...
-გთხოვ, ზეინ...  გთხოვ...-ტიროდა. ტიროდა ამელი და ზეინი უყურებდა ამას. ახსენდებოდა როგორ სთხოვდა და შველას. ახსენდებოდა მისი ცრემლებით დაფარული სახე... მას ვერ დაეხმარა. ვერ დაეხმარა, ნება მისცა პატარა ნაბიჭვრებს, რომ უცოდველი გოგონას  სისხლით შეეღებათ მწვანე ბალახი... ნუთუ იგივე უნდა გაეკეთებინა ახლაც? უნდა მიეცა ამელისთვის სიკვდილის უფლება? თუ ცოცხალი დაეტოვებინა, რათა იუჯინს მასზე გამოეცადა ნავარჯიშები მუშტები..?
-ამელ, დამშვიდდი!-ოდნავ მკაცრად თქვა, თან მტირალი გოგონა თავისკენ მიიზიდა.
-მინდა ეს გააკეთო, ზეინ...-გოგო არ ჩერდებოდა. იმეორებდა, იმეორებდა, თითქოს ასე დაარწმუნებდა ზეინს, თუმცა...
-ამელ, გპირდები, ამას გავაკეთებ,-მტკიცე ხმით ჩასჩურჩულა ყურში,-გპირდები და ხომ იცი, პირობას ყოველთვის ვასრულებ,-ამელი აღარ ლაპარაკობდა, მხოლოდ ტიროდა და მას უსმენდა, ის კი აგრძელებდა,-შემდეგი შენ იქნები... აუცილებლად, შემდეგს შენ შეგახებ ჩემს დანას, მაგრამ დღეს არა... დღეს არა.

Not Today (Completed)Où les histoires vivent. Découvrez maintenant