თავი 15

519 46 9
                                    

მარტო დარჩა. არა, ფიზიკურად არა, სულიერად გრძნობდა თავს მარტოდ...
ლიამი წავიდა. სახლში კი ჯერ კიდევ ისმოდა მისი სიტყვები.
'მითხარი, ზეინ, როდის გააკეთე ბოლოს 'შენი საქმე'?! საერთოდ, გახსოვს, რას აკეთებდი?! რატომ წამოხვედი სახლიდან, რატომ დაივიწყე ყველა...'
ხმა არ წყდებოდა. მეორდებოდა, მეორდებოდა, მეორდებოდა და ზეინის მეხსიერებაში ისე ღრმად იბეჭდებოდა, როგორც დედა, დები... როგორც ის ოჯახი, რომელიც თავისი ნებით დატოვა.
მისი საქმე? და რა არის მისი საქმე?..

სიგარეტის ბოლი მთელ სახლში იფანტებოდა, თითქოს ვერ ეტეოდა და უფრო მეტ ადგილს ითხოვდა. ზეინი კი ღერს ღერზე ეწეოდა. ხელში დანა ეჭირა, რომელსაც გაუჩერებლად ასრიალებდა ბასრი წვერით მაგიდაზე. ჯერ კიდევ არ გაუწმინდავს. ჯერ კიდევ იყო მის ვერცხლისფერ პირზე ანაბეთის სისხლი...
ანაბეთი სახლში აღარ მივიდოდა.
ვეღარასდროს ნახავდა ოჯახს, ვეღარ შეხვდებოდა მეგობრებს...
ამელიც აღარ დაბრუნდებოდა.
აღარ მივიდოდა ზეინთან და აღარ შეეკითხებოდა რამეს, არც ისეთ ცინიკურ პასუხს გასცემდა, როგორც სჩვევია და არც იმ დიდი, შავი თვალებით შეხედავდა ოდესმე...

დრო გადიოდა.
ერთ დღეს მეორე მიყვებოდა, მეორეს მესამე... ზეინის ჩანაწერები მრავლდებოდა, სიასაც ემატებოდა ახალ-ახალი სახელები.
შეიცვალა თუ არა ყველაფერი? არა. ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მხოლოდ ზღაპარში შეიძლება გააკეთო რამე ცუდი და შეძლო ამ „ცუდის" გამოსწორება...
რეალობა კი ისაა, რომ შეცდომას ვერ გამოასწორებ. უკან ვერასდროს დაბრუნდები, დროს ვერ დააბრუნებ და ვერ გამოასწორებ რამეს...

ლიამის შეტყობინება მიიღო თუ არა, ტყავის ქურთუკი მოიცვა, ყავა ჯიბეში ჩაიდო და სახლიდან გავიდა.
დიდ, შუშაბანდიან შენობას მიადგა. ეს ადგილი აქამდეც უნახავს.
რა საჭიროა სთაილსი თავად ნახულობდეს?! არ შეუძლია, ისე როგორც ადრე, ახლაც ლიამს მიყიდოს ყველაფერი?!
-ცოტა ხანში მიგიღებთ,-მაღალი, ქერა გოგონა იღიმის და წითელი ტუჩსაცხით დაფარული ტუჩებიდან თეთრი კბილები მოუჩანს. ზეინი თავს უქნევს ყალბი ღიმილით და გოგონაც მარტო ტოვებს.

Not Today (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora