-შეიძლება დავჯდე?-სერიოზული ტონით და ღიმილიანი სახით ვიკითხე, ხელით კი სკამს დავეყრდენი.
იუჯინმა კოპები შეკრა. აშკარად არ ესიამოვნა ჩემი გამოჩენა. ლუი ხელს მაგიდაზე ათამაშებდა და დამცინავი ღიმილით ერთ წერტილს მისჩერებოდა, მე არ მიყურებდა... ამელი კი...
ამელს თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა გულიდან ჩემი დანახვით.
-შეიძლება რაღაც გკითხო?-იუჯინი ფეხზე წამოდგა. ამელის გამომეტყველებაში რაღაც შეიცვალა. თითქოს შიშმა ჩაანაცვლა ჩემი გამოჩენით გამოწვეული შვება. ბიჭისკენ წავიდა და ხელით მსუბუქად შეეხო.
იუჯინს თავი დავუქნიე. ახლა ლუის მზერაც ჩვენკენ იყო მომართული.
-შენ ვინ ხარ?-წარბაწეულმა იკითხა.
ნეტავ, თექვსმეტი წლის ბიჭს ამხელა გამბედაობა საიდან აქვს?
ალბათ, არ იცის, ვერ ხვდება რისი გაკეთება შემიძლია...
-ანუ, დავჯდე,-ღიმილით ვთქვი. სკამი გამოვწიე და დავჯექი. იუჯინმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ახლა კი ნამდვილად ჰგავდა თავგასულ თინეიჯერს...
-რამდენი წლის ხარ, ბიჭო?-აგდებულად ვიკითხე, თუმცა მკაცრ გამომეტყველებას ვინარჩუნებდი.
-თექვსმეტის,-მანაც იგივე ტონით თქვა, მე კი თვითკმაყოფილს ჩამეცინა. ახლაც მართალი ვიყავი...
-მერე, ამხელა ბიჭმა გოგოსთან ქცევა არ იცი?-გავიკვირვე. მელანმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
-წადი და რაც გითხარი ის გააკეთე! არც იფიქრო რომ დედიკო გიხსნის,-იუჯინის სიტყვების გაგონებისას გოგონას სახე შეეცვალა.
-მგონი, ვერ მიმიხვდი,-"იმედგაცრუებულმა" ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი. ლაპარაკი უნდა გამეგრძელებინა, თუმცა ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. ამელიც წასვლას აპირებდა, მაგრამ ახლა სამივეს მზერა ჩემკენ იყო მომართული. არ ვუპასუხებდი, თუმცა ეკრანზე მომღიმარი, ქერა ბიჭის სურათის გამოჩენისას აზრი შემეცვალა. ფოტოს არაფერი ეტყობა... ალბათ ამის დანახვისას მასზე ცუდს ვერავინ იფიქრებს...
-უნდა წავიდე,-ჩუმად ვთქვი, ისე რომ ტელეფონის ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია,-მალე დავბრუნდები,-თვალი ჩავუკარი. ორივე უნდა მიმხვდარიყო ეს რას მიშნავდა. ამელიმ მაგიდა დატოვა. მათ მოშორდა, თუმცა მე თვალს არ მწყვეტდა. ზურგი ვაქციე, თუმცა ვგრძნობდი მათ მწველ მზერას.
როგორც კი საკმაოდ დავშორდი მათ და დავრწმუნდი, რომ ჩემ ხმას ვეღარ გაიგებდნენ, ტელეფონს ვუპასუხე.
-რა ჯანდაბას აკეთებდი ამდენ ხანს!-ხმის ამოღება არ მაცადა. მისი სიტყვების მოსმენისას თვალწინ მისი უკმაყოფილო სახე დამიდგა, მალევე, ჩემ წარმოდგენებში მისი სახე ღიმილმა გადაფარა.
-საქმე მქონდა,-მეც იგივე ტონით ვუპასუხე.
ჩემი ხმა რომ გაეგო ვინმეს, იფიქრებდა, რომ ვიღაცას ვეჩხუბებოდი. თუმცა წამებში ტელეფონში სიცილის ხმა გავიგე და მეც ავხარხარდი.
-როგორ ხარ, ლიამ,-სიცილით ვთქვი, თუმცა ეს სიტყვები უფრო საყვედური იყო "სად დაიკარგე, ლიამ..."
-ზეინ,-პასუხის გარეშე გადავიდა საქმეზე. ჰმ, ძალიან ჩქარა იცვლება...-შეგიძლია დღეს მოხვიდე,-ბრძანებას უფრო ჰგავდა, ვიდრე კითხვას. უკვე ყველაფერი გასაგები იყო. ერთი წინადადებით რამდენიმე საიდუმლო გამანდო.
-კარგი,-ვთქვი თუ არა ტელეფონში ზუმერის გამაყრუებელი ხმა გაისმა.
ახლაც რამდენიმე წამში, ან შეიძლება წუთში, რამდენჯერმე შეიცვალა...
YOU ARE READING
Not Today (Completed)
Fanfiction"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...