თავი 2

1.4K 96 8
                                    

-რა გქვია?-თბილად ვიკითხე. ჩემთან ახლოს დადიოდა. თან შეშინებული იყურებოდა გარშემო. ალბათ მათი ეშინოდა. თუმცა ისინი ხომ თავად იყვნენ მშიშრები, დანის ერთხელ შეხება საკმარისი იყო მათთვის, გასაქცევად. საშიში მე ვიყავი. ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ვინ იცის რა მომივიდოდა თავში? თუმცა არა... ჩემი არ ეშინოდა, ოდნავაც კი არ ფრთხილონდა.  ისიც სიამოვნებით უსმენდა ჩემი ვერცხლისფერი ჯაჭვის ჩხრიალს, თან მე მიყურებდა, თან გზას და ცდილობდა არაფერი ეკითხა. ვგრძნობდი, რომ რაღაც აინტერესებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ხომ მის წინ დავჭერი ადამიანი... როგორ არ უნდა აინტერესებდეს რამე?
-ამელი,-გოგონამ ღიმილით ამომხედა. ამდენ ფიქრში კინაღამ დამავიწყდა რა ვკითხე...
-გვარი?-მაცდური ღიმილით განვაგრძე.
-ჰეიჩელი,-კვლავ ღიმილით ამომხედა. გამაკვირვა მისმა საქციელმა. არ გარბოდა, არც ვინაობა დაუმალავს... შეშლილ მკვლელთან ასე არ უნდა მოიქცე...
-არ გეშინია ჩემი?-შემთხვევით მის მხარს შევეხე. არ მინდოდა. უბრალოდ შევეხე. ზედმეტად ახლოს მოიწია...
ამელი... რამდენიმე წუთია რაც ვიცნობ, და უკვე დაანგრია ჩემი პრინციპები... მსხვერპლს არ ვეხები მანამ, სანამ მისი სიკვდილის დრო არ დადგება, მის გამო კი უკვე მეორედ დავუშვი შეცდომა...
შევხტი და წარბშეკრულმა დავხედე. ის კი არ შეცვლილა, თითქოს არაფერი მომხდარა.
-რატომ უნდა მეშინოდეს?-მისმა სიცილმა ექოდ გაიჟღერა დაცარიელებულ ქუჩაში.
რატომ? ნუთუ ვერ ხვდებოდა? ვაღიარებ, გამიკვირდა...
მხრები ავიჩეჩე, არ ვიცი-თქო. მან კი კვლავ გაიღიმა.
-უნდა წავიდე,-თქვა რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ. გამიკვირდა. მეგონა დრო არ გადიოდა. მეგონა სამუდამოდ ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო. თუმცა შევცდი...
-სად ცხოვრობ?-დაბნეული ღიმილოთ ვიკითხე. მან მაშინვე უცნაურად გამომხედა, თითქოს თვალებით მაცდულად მეკითხებოდა "რაში გაინტერესებს ჩემი მისამართ? რას აპირებ?"
-მიგაცილებ,-ჩურჩულით დავამატე იმ იმედით, რომ მის არარსებულ კითხვას პასუხს გავცემდი.
ამელიმ ჩაიცინა. ხელი მომუშტა და მსუბუქად
შემახო მხარზე. ჯანდაბა, უკვე მესამედ...
-საჭირო არაა, თან სახლში არ მივდივარ,-ღიმილით მითხრა. მისი ღიმილი ამჯერად ოდნავ სევდიანი მომეჩვენა.
-კარგი,-დავთამხმდი, თუმცა ასე მარტივად როგორ გამეშვა? ხელით ჯაჭვს შევეხე და თითებით თამაში დავუწყე.
-კარგი, მშვიდობით,-ხელი აწია დამშვიდობების მიზნით. მეც იგივე ჟესტით ვუპასუხე.
-შეხვედრამდე,-ღიმილით დავაყოლე და მიმართულება შევიცვალე. ეს ისე, მოსაჩვენებლად, თითქოს მივდიოდი. თუმცა სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მსხვერპლს ასე ვერ გავუშვებდი. ახლა წასვლის ნება რომ მიმეცა დავკარგავდი, მასზე ისედაც არაფერი ვიცოდი... მხოლოდ სახელი და გვარი, ეს კი არ კმარა...
ზურგი ვაქციე თუ არა მისი ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგე. ჩამეცინა. ხელევი ჯიბეებში ჩავიწყე, რამდენიმე წამი დავიცადე და მისკენ შევბრუნდი. უკვე საკმაო მანძილი გაიარა...
მეც უკან გავყევი.
მრავალსართულიან შენობებს შორის, ცარიელ გზებზე ისე მიაბიჯებდა, თითქოს ეს გზა არაერთხელ გაუვლია.
მთელი რიგი მაღაზიები... ერთ ვიტრინას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე...
სად მიდის? საკმაოდ გვიანია მისნაირი გოგოს მარტო სიარულისთვის...

Not Today (Completed)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang