თავი 19

444 36 2
                                    

გვერდში ტკივილი იგრძნო. წამით თვალთ დაუბნელდა. ლიამის ყვირილმა და სროლის ხმამ გამოაფხიზლა.
-ამელ, რას აკეთებ!-ზეინმა იღრიალა, როცა მისკენ დაძრული ამელი დაინახა.
ტყვიები ყველა კედელს ეხეთქებოდნენ, ყველა ნივთზე იდებდნენ ბინას.
გამაყრუებელ ხმაურში ამელი ზეინს მივარდა, მის სხეულს შეეხო და წითლად შეეღება ხელები.
-ამელ!-ყვირილი გაიგო. ახლოს იდგა ლუი, თუმცა მაინც ყვიროდა, ამელს კი უჭირდა მისი ხმის გაგება,-ამელ, წამოდი!-ლუი მისკენ წაიწია.
შორს ნაილის ზღვისფერი თვალები დაინახა. ხედავდა, როგორ იბნეოდა პატარა ბავშვივით.

ხედავდა იუჯინს, რომელიც შეშლილივით ისვროდა, თითქოს ფეხებზე ეკიდა ტყვია მოხვდებოდა თუ არა იმას, ვისი წაყვანაც უნდოდა.

და დიახ, მოხვდა.
ტყვიამ სულ ოდნავ გაკრა ამელს შიშველ მაჯაზე და წითელი კვალიც დატოვა. სამმა კაცმა ერთად იყვირა. ერთად გაისმა ზეინის, ლუისა და ლიამის ხმა. და მერე რა? მხოლოდ წამით გაუელვა სამივეს გონებაში იმან, რომ შეიძლებოდა ამელიც დაზარალებულიყო იმაზე მეტად, ვიდრე უკვე იყო...
-ამელ, წამოდი და დასრულდება ეს!-ლუიმ იყვირა. თუმცა ამელმა უკან დაიხია და დაინახა, როგორ დაჭრეს ლიამი.
ბიჭი წაბარბაცდა. ხელი სისხლიან მხარზე დაიდო. სახე დაემანჭა ტკივილისგან.
მერე თავი წამოწია და წინ მდგარს ესროლა.
გულში მოხვდა.
ამელს აქამდე არასდროს უნახავს ის. შავთმიანი, ცისფერთვალება ბიჭი ძირს დაეცა. ლიამმა კი მას გვერდი აუარა.
-ამელ, წამოდი!-მათ წინ იუჯინი გაჩნდა. ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. თითქოს მინდორში სთხოვდა პატარა გოგონას გაყოლას. ზეინი ამელს ეფარებოდა. არ აძლევდა წასვლის საშუალებას. არ უნდოდა ეს მომხდარიყო... არ დაუშვებდა!
-არ მოდის!-ის იყო ამელმა იუჯინისკენ გადადგა ნაბიჯი, რომ ზეინმა ხელით უკან დააბრუნა. ძლიერი ხელი ჰქონდა. გასაკვირია, საკმაოდ მძიმე ჭრილობა ჰქონდა იმისთვის, კვლავ ასე რომ დაეჭირა ამელი.
-შენ ვინ გეკითხება!-ზეინმა ვერც გაანალიზა, როგორ მოიღერა იუჯინმა მუშტები. სახეში მოარტყა. ზეინი წაბარბაცდა, წაიქცა. ამელი მას მოშორდა და იუჯინს ამოეფარა. იქ ლუი იყო... უნდა ყოფილიყო...
როცა ამელი თვალს მოეფარა, ზეინს უკანასკნელი იმედიც გადაეწურა. ხელიდან ეცლებოდა ის, ვისაც თვეების განმავლობაში თვალს არ აშორებდა. იუჯინი არ ჩერდებოდა. მის ზემოდან მოქცეული ურტყამდა ზეინს. სისხლი ცრემლების მდინარეებივით იკვლევდნენ გზას.
*წავიდეთ... გთხოვ, უთხარი დაანებოს თავი...* შორიდან ესმოდა ამელის ხმა. ხმა ესმოდა... ახლოს იყო...
თითქოს გამოფხიზლდა.
-ნაბიჭვარო,-დაისისინა და იუჯინი გვერდით გადააგდო.
თავი ასტკივდა. ძალა გამოეცალა.
ფეხზე ადგომისას დანა ძირს დაუვარდა. დაინახა, თუმცა არ ჰქონდა დრო, რომ კვლავ აეღო. იარაღს ხელი მაგრად მოუჭირა და სანამ იუჯინი ადგომას მოასწრებდა, მას დაუმიზნა.
იუჯინი გაშეშდა.
სახლი თითქოს დაიცალა.
ხმაური შეწყდა.
თითქოს 'მეთაურის' დაცემამ დანარჩენები დააშინა.
ახლა მხოლოდ ლუი და იუჯინი იყვნენ შემოჭრილების სიაში.
-ზეინ, დაანებე თავი. გაუშვი, წავალ...
-არსად წახვალ!-ასეთი ცივი ხმა არასდროს გაუგია ამელს. იმდენაც უცხო იყო და იმდენად საშიში, შეეძლო და გაყინა კიდეც ყველა მის გარშემო.

Not Today (Completed)Where stories live. Discover now