თავი 11

596 35 9
                                    


მეღვიძა, თუმცა მეშინოდა თვალის გახელის. არ მინდოდა ბოლოს დანახული ერთადერთი სურათი რაც მახსოვდა ტყუილი ყოფილიყო.

დამაყრუელებლა სიჩუმემ მაიძულა რამე გამეკეთებინა. ამოვიხვნეშე, თვალები ჯერ ძლიერად დავხუჭე, მერე კი გავახილე და ნაცნობი ჭერის დანახვისას შვებით ამოვისუნთქე.

გავიღიმე და წამოდგომა ვცადე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი მხარში და კვლავ საწოლს მივეჯაჭვე.

-ჯანდაბა, დამჭრეს!-მხოლოდ ახლაღა მივხვდი. ყვირილზე ოთახის კარი გაიღო და მომღიმარმა ლიამმა შემოყო თავი.
-ძმაო, ცოტა ფრთხილად უნდა იყო,-თითქოს შეწუხებული ხმით თქვა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ვიცოდი!-კმაყოფილმა წამოვიძახე,-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი!
-კარგი, რა, ზეინ. როგორ დაგტოვებდი ასეთ დროს...
-ჯანდაბა, ლიამ! საუკეთესო ხარ!-კიდევ ერთხელ წამოვიყვირე და, ალბათ, რომ არა ჭრილობა მხარზე, ჩავეხუტებოდი კიდეც. საბედნიეროდ, დაჭრილი ვარ.
-გული ამიჩუყდა,-დაცინვით ჩაილაპარაკა ლიამმა, თან ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-მოიცადე!-გავაჩერე და თან ისე შევხედე, როგორც სხვა შემთხვევაში, ალბათ, არავის შევხედავდი...
-ოთახშია, სძინავს.

მიხვდა რას ვგულისხმობდი! რა თქმა უნდა...
-დაჭრილია?-ჩემივე კითხვაზე რაღაც საშინელი ვიგრძენი და ეს ლიამის თვალებმა უფრო გაამძაფრეს.
-ღრმა ჭრილობაა?-ხმააკანკალებულმა ვიკითხე.
-იდიოტო, თუ არ კლავდი რატომ დაჭერი?!-წარბშეკრულმა მითხრა. მამურ ხასიათს არ კარგავდა,-ძალიან ღრმა ჭრილობა არაა...
-ძალიან ღრმა?-გული ამიჩქარდა. არ მინდოდა ამელს რამე დამართნოდა... და არ მიდნოდა ამის მიზეზი მე ვყოფილიყავი.
-ზეინ, უბრალოდ მხარში დაგჭრეს! შეგიძლია ადგე და თვითონ ნახო!

ეს თქვა, მერე კი ოთახი დატოვა.

Author's POV

თავს ვერ იკავებდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. მხრის ტკივილიც კი ავიწყდებოდა, როცა ახსენდებოდა ის გრძნობა... თითქოს კიდევ ეჭირა ხელში დანა. რომელიც ამელის სხეულს ერწყმოდა...

Not Today (Completed)Onde histórias criam vida. Descubra agora