თავი 9

746 37 6
                                    


-ძმაო, ეს რა არის!-თვალებგაფართოებული ლიამის ხმა ზედმეტად უცხოდ გაჟღერდა სახლში. ზეინმა ჩაიცინა, თავბრუსხვევას ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა მარტივი დასამალი არ იყო...
-ზეინ! შემოდი...-ხელი მხარზე დაადო და სახლში შეუშვა.

უზარმაზარი სახლი მომაკვდავმა სიცოცხლემ აახმაურა, განწირულმა სულებმა... რატომ? იძირებოდნენ. საქმე უფიჭდებოდათ და ვერ ხვდებოდნენ. არ იცოდნენ წინ რა ელოდათ... არ იცოდნენ, რომ შეიძლება მალე გამოაშკარავებულიყვნენ...

დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. ლიამი ერთი ხელით მხარზე ეხებოდა ზეინს, თითქოს ამშვიდებდა, მეორე ხელით კი ჭრილობას უმუშავებდა. ზეინი თვალდახუჭული ყვებოდა მომხდარს. არაფერი გამოუტოვებია. არანაირი განზრახვა არ დაუმალავს. საბოლოოდ კი, როცა ლიამმა ჭრილობა შეუხვია, წამლები კი შეინახა, ზეინმაც დაასრულა მოყოლა.

-ანუ, გინდა მითხრა, რომ შენი სულელური თამაშის და პატარა ძუკნას გამო მე სთაილსთან საქმე გამირთულდა?-ლიამი ბოხი ხმით ნელა ლაპარაკობდა, თან ზეინს არ უყურებდა.
-მე სულელურ თამაშში არ ვკარგავ დროს, ამელი კი პატარა ძუკნა არაა!-წარბშეკრულმა ზეინმა წყენით წამოიძახა,-და ეს სთაილსი ვინაა? არ ვფიქრობ, რომ მისი უნდა გეშინოდეს, ძმაო...
-ზეინ, შენ არაფერი გესმის,-ლიამმა თავი დივნის საზურგეს გადაადო,-სთაილსს ყველაფერი შეუძლია... თუ ყველაფერს სწორად არ გავაკეთებ მეც გამანადგურებს და ჩემ ოჯახსაც! შენ კი გზიდან უხვევ მხოლოდ იმიტომ, რომ შენში კაცმა გაიღვიძა, რომელსაც "საწყალი, დაჩაგრული გოგოს დაცვა უნდა!"-ზეინი გააჯავრა, ბოლოს კი ამოიხვნეშა.
-მე მხოლოდ მისი მოკვლა მინდა...
-მაშინ, რაღაც უცდი?! რატომ არ ასრულებ საქმეს?! არ მითხრა, რომ გული შეგტკივა მასზე...

ზეინი ჰაერს დაეწაფა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა, თუმცა, ამის მაგივრად, სახლში სიჩუმემ დაისადგურა.
არც ერთი არ იღებდა ხმას.

Not Today (Completed)Onde histórias criam vida. Descubra agora