3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.

1.3K 68 5
                                    


სოკჯინი

შუაღამე იყო და დასაძინებლად ემზადებოდით, როცა უეცრად სამზარეულოში შედი და მაცივრის წინ გაჩერდი. ჯინს გაუკვირდა შენი ქმედება, მოგიახლოვდა და აღელვებულმა გკითხა რა გჭირს.

"ნეტა ახლა ეს მაცივარი გამოვაღო და იქ ტორტი დამხვდეს... მაღაზიაში ვერ ჩახვალ?"

ჯინს ეცინება და სამზარეულოდან გადის. როცა აღარ ბრუბდება, შენც გადიხარ და მის ძებნას იწყებ. უცებ გესმის შემოსასვლელი კარის დახურვის ხმა და მისაღებ ოთახში შენი შეყვარებული ოთხკითხედი ყუთით ხელში შემოდის. თვალებს არ უჯერებ. ნუთუ ტორტი ამოიტანა?

"ჩემს პრინცესას ტორტი მოუნდა და უარი როგორ მეთქვა? თანაც, როცა ახსენე, მეც მომინდა."

მის სიტყვებზე გეცინება და ერთად ჯდებით მაგიდასთან ტორტის საჭმელად.

იუნგი

შენ და იუნგი მისაღებ ოთახში ისხედით. ის ლეპტოპში მისივე გადაღებულ ფოტოებს ფოტოშოპით ამუშავებდა, შენ კი ტელევიზორში არხებს მოუსვენრად ცვლიდი. უეცრად იუნგისკენ შეტრიალდი და წუწუნი დაიწყე.

"იუნგი... შოკოლადი მინდა. მაღაზიაში ჩადი რა, გთხოვ."

ის თვალებს არ აშორებს ეკრანს და მონოტონური ხმით, ბურტყუნით გცემს პასუხს.

"მოიცა, რამეს მოვიცვამ, მოვაჯდები ჩემს ფერარის და გიყიდი. შავი წამოგიღო თუ თეთრი?"

"იუნგი, არ ვხუმრობ. გთხოვ..."

სერიოზული სახით შემოგხედა, შენსკენ დაიხარა და კისერში გაკოცა. მერე კი კვლავ ლეპტოპის ეკრანს გადახედა. აშკარა იყო, რომ ჩასვლას არ აპირებდა და ვერც შოკოლადს შეჭამდი ძილის წინ. რა არ მოიმოქმედე, როგორ არ იწუწუნე, მაგრამ ვერაფერს გახდი.

"არ გეწყინოს, ხვალ ერთად წავიდეთ კაფეში და შოკოლადის ნამცხვარს გაჭმევ ყავასთან ერთად."

იცოდი, რომ იუნგი ყოველთვის ასრულებდა დანაპირებს, ამიტომ მოეხვიე, ლოყაზე აკოცე და ტელევიზორის არხების ცვლას დაუბრუნდი.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now