სოკჯინი
შენ და ჯინი დივანზე იჯექით და რომანტიკულ კომედიას უყურებდით, როცა მისკენ მიტრიალდი და უეცრად ლუყაზე აკოცე. გაოცებულმა შენსკენ შემოიხედა.
"მიყვარხარ, ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად."
არ იცის ასეთ უეცარ სიყვარულის ახსნაზე რა რეაქცია ჰქონდეს, ამიტომ იცინის და თავს ხრის.
"არ ვიცი რა გითხრა. მეც მიყვარხარ, მაგრამ ასე უცებ რა დაგემართა?"
"უბრალოდ მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე ძლიერად მეყვარები."
მთელი ძალით გეხუტება და ლოყაზე გკოცნის. ფილმის დასრულებამდე გულზე მიხუტებული ჰყავხარ და ცალი ხელით შენი ხელი უჭირავს, მეორეთი კი შენს თმებს ეთამაშება.
იუნგი
ის სტუდიადი საკუთარ სკამზე იჯდა, ყურსასმენები ეკეთა და კ9მპიუტერის ეკრანს მისჩერებოდა. შენ უაზროდ დაბოდიალობდი ოთახში აქეთ-იქით, მერე კი მოგბეზრდა. შენ იუნგის მიუახლოვდი, დაიხარე და უკნიდან ყელზე ძლიერად შემოხვიე ხელები. მან კლავიატურას მოაშორა ხელები, ყურსასმენები მოიხსნა და მაგიდაზე დადო.
"ჩემი დახრჩობა გადაეყვიტე?"
მისი ირონიული სიტყვებისთვის ყურადღება არ მიგიქცევია, ტუჩები მის ყურთან ახლოს მიიტანე და ლამის ჩურჩულით წარმოთქვი სიტყვები.
"იუნგი, ძალიან მიყვარხარ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად."
შენს ხელებს შეეხო და კისრიდან მოიშორა, მერე კი სკამით შენსკენ მოტრიალდა და მოხერხებული მოძრაობით კალთაში ჩაგისვა.
"ახლა თვალებში შემომხედე და ისე მითხარი."
როგორც კი მზერას უსწორებ, გეღიმება და მორცხვად რგავ თავს მის კისერში. შენს საქციელზე ეცინება. დარჩენილ საღამოს ერთად ატარებთ სტუდიაში და დროდადრო გასმენინებს სიმღერას, შენ კი სიმღერის წერის პროცესს ინტერესით აკვირდები.
KAMU SEDANG MEMBACA
BTS - Imagines & Reactions
Fiksi Penggemarეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...