სოკჯინისთხოვე ცოტა ხნით ხელი არ შეეშალა, რადგან დავალებები გქონდა დასაწერი, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და შორიახლოს ჩამოჯდა დივანზე. ნერვულად ისრესდი ცალი ხელით თავს, მეორეთი კი კალმის თავით რვეულზე აკაკუნებდი. ვეღარ მოითმინა და მოგიახლოვდა.
"ხომ არ დაგეხმარო?"
"შენ? დარწმუნებული ხარ? მათემატიკას ვწერ."
"სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი. ვცდი."
"კარგი. ტრიგონომეტრიულ განტოლებას ვხსნიდი."
"რას? განტოლებამდე სიტყვა ვერ გავიგონე."
"ტრიგონომეტრია?"
"ჰო აი ეგ. რა არის, იჭმება?"
სიცილი აგიტყდა, წამოდექი და თბილად ჩაეხუტე.
"გადაჯექი, წერას დავამთავრებ და რამეს მოგიმზადებ, ვჭამოთ. ტრიგონომეტრია უგემურია."
მასაც ეცინება და ისევ უბრუნდება თავის ადგილს. თუმცა ამჯერად საქმელზე ფიქრობს და მოუსვენრად ატრიალებს ხელში ტელეფონს.
"მალე მორჩები?"
"10 წუთიც."
იუნგი
სანამ იუნგი კომპიუტერთან იჯდა და სიმღერაზე მუშაობდა, დრო იხელთე და გაკვეთილზე ჩასაბარებელი ტექსტის სწავლა გადაწყვიტე. ჩურჩულით იმეორებდი ერთი და იგივეს და ნერვულად ურტყამდი ხელს წიგნს, როცა რაღაც დაგავიწყდებოდა. იუნგიმ შენიშნა შენი მდგომარეობა და დაგიძახა.
"დაგეხმარები თუ გინდა."
"აუ, მოიცადე რა. ნერვოზი მეწყება."
"მომაწოდე წიგნი და მე ჩავიბარებ."
წინააღმდეგობას არ უწევ, წიგნს აძლევ, მის გვერდით ოდნავ მოშორებით ჯდები და მოყოლას იწყებ. მთელი გაკვეთილის მოყოლის მერე, კმაყოფილი იხედები იუნგისკენ, ვინაიდან ერთი შეცდომაც არ დაგიშვია და არც არაფერი დაგვიწყებია.
ESTÁS LEYENDO
BTS - Imagines & Reactions
Fanficეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...