16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.

943 58 7
                                    


სოკჯინი

ფენმითინგზე როგორც იქნა შენი რიგიც მოვიდა და ბიჭებისკენ წახვედი. როცა ჯინს მიუახლოვდი, გაგიღიმა და ალბომი გამოგართვა. ალბომზე ხელის მოწერის მერე რაღაც ფურცელი გაუწოდე გაურკვეველ ენაზე, რამაც ცოტა დააეჭვა. სთხოვე მითითებულ ადგილას მოეწერა ხელი. აპირებდა კიდეც მოწერას, მაგრამ გვერდით მჯდარმა ჯონგუკმა ხელიდან აართვა.

"რა ლამაზი ასოებია... რომელი ქვეყნიდან ხარ?"

"საქართველოდან..."

პასუხი ფრთხილად გაეცი და ვერ მიხვდი რა მიზნით დასვა ჯონგუკმა კითხვა. მან ამოიღო ტელეფონი და კამერით დაასკანერა ნაწერი. სულ მალე ტელეფონი ჯინს გაუწოდა. ჯინს გაეცინა და ხელი მოაწერა. ეშმაკურად ჩაიცინე.

"ვიცი საქორწინო კონტრაქტი რომაა, მაგრამ კორეის მოქალაქე ვარ და შენი ქვეყნის საბუთი ჩემზე არ მოქმედებს. ვწუხვარ. სხვა დროს კორეული მოიტანე."

მის სიცილზე შენც გეცინება. პრინციპში არც გქონდა არაფრის იმედი. თუმცა არაუშავს, სხვა დროს კიდევ სცდი.

იუნგი

ალბომთან ერთად გაურკვეველი ქაღალდი მიაწოდე, რომელსაც საკმაო ხანი უყურებდა. მორიდებულად სთხოვე ფურცლის ბოლოს ხელი მოეწერა, თუმცა სანამ ამას გააკეთებდა, რაღაც გადაულაპარაკა ნამჯუნს სიცილით.

"ჰო, ეგაა."

ნამჯუნის პასუხი შემოგესმა, თუმცა ვერ მიხვდი რაზე იყო საუბარი. სწორედ ამ დროს იუნგიმ შენი ფურცელი შუაზე გადახია და გამოგიწოდა.

"მიხვდი, ხომ?"

მორცხვად დასვი კითხვა და გაიცინე სიტუაციის განსამუხტველად.

"არასოდეს ვაწერ ხელს გაურკვეველ საბუთებს."

პასუხი სიცილითვე დაგიბრუნა. ალბომზე რაღაც წააწერა, ხელი მოაწერა და რიგით ნამჯუნისკენ გადაინაცვლე. ფენმითინგიდან წამოსულმა ალბომში იუნგის ნაწერს დახედე.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now