წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული იუნგი.
------
იუნგისთან ურთიერთობაში ინიციატორი ყოველთვის შენ ხარ, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ყველაზე მეტად შენზეა დამოკიდებული გამოგივათ თუარა რამე.
როგორც კი თავს საკმარისად შეაყვარებ და გულს მოულბობ, შეიძლება თავისი რომანტიკული მხარეც დაგანახოს.
ხალხის თანდასწრებით იშვიათად გეხვევა და გკოცნის, მაგრამ ხელჩაკიდებულები დადიხართ ხოლმე, ისიც შენი ინიციატივით. დროთა განმავლობაში ეჩვევა ამას.
ხალხისგან მოშორებით, როცა ორნი რჩებით, ძალიან მოსიყვარულეა და არაფერს ერიდება.
ხანდახან სარკასტულად და ცივად გეხუმრება, შენ კი ისე იქცევი, თითქოს გეწყინა. ორივემ მშვენივრად იცით, რომ ეს სერიოზული არაა და ამაზე მერე იცინით.
ხანდახან ის ხასიათზე არაა, მაგრამ შენ არ ანებებ თავს. ამ ურთიერთობაში შენ უმეტესწილად ორივეს ნაცვლად ავლენ რომანტიკას და სიყვარულს.
იუნგი ერთგვარი ცუნდერეა (Tsundere). ის აშკარად არა, მაგრამ შეფარულად და ოდნავ ცივად ზრუნავს შენზე.
-ხომ ხედავ, რომ გცივა? სახლიდან გამოსვლამდე წესიერად ვერ ჩაიცვი? ჰა, აიღე და ჩაიცვი ეს. (გესვრის ჟაკეტს და თვალებს გარიდებს)
მისი ამგვარი სიცივის უკან უდიდესი სიყვარული იმალება. ის არ იმჩნევს, მაგრამ მოსწონს როცა 'ეწებები', გასაქანს არ აძლევ და ძილში ხელს უშლი. ერთადერთი ხარ, ვისაც ნერვების მოშლას პატიობს.
ხანდახან, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები, სიურპრიზს გიკეთებს. იუნგი იმ ტიპის ბიჭია, რომწლიც მთელი დღე გაგირბის, მერე კი მოგაკითხავს, თვალებს აგიხვევს და მის სახლში მიყავხარ. სახვევის მოხსნისას შენს თვალწინ ბუჭტებითა და სანთლებით მორთული ოთახია.
-გეგონა დამავიწყდებოდა შენი დაბადების დღე?
იუნგი ძირითადად არამატერიალურ საჩუქრებს გჩუქნის. მაგალითად სიმღერას გიძღვნის ან უზარმაზარ წერილს გიწერს.
-იცოდე ეს წერილი ჯონგუკის ან რომელიმე სხვა მემბერის ხელში რომ ჩავარდეს, არ გაცოცხლებ.
მისი სიცილი დღეს გილამაზებს. მისი ღრძილებიც საოცრად გიყვარს.
ხანდახან ჰგონია, რომ ტვირთად გაწევს, რადგან ძირითადად შენ ზრუნავ მასზე. თუმცა შენ არ წუხდები მასზე ზრუნვით და მუდმივი ინიციატორობით. გესმის, რომ დაკავებული რომ არ იყოს, ისიც იმავეს გააკეთებდა შენთვის.
შენი წყალობით ის ადრე დაძინებას ეჩვევა და დილით გამოძინებული დგება.
-შენ რომ არ მყავდი, როგორ ვცოცხლობდი?
მისი მშობლები საოცრად მადლიერები არიან, რომ ზრუნავ მასზე და მისთვის ასეთი კარგი გავლენა ხარ.
შენ ხშირად მიდიხარ მასთან სტუდიაში. ხანდახან შესვენებისას პიანინოზე გასწავლის დაკვრას, ან თუ დაკვრა იცი ერთად უკრავთ. მის დაწერილ სიმღერებს გასმენინებს და მოუთმენლად ელის შენგან შეფასებას.
-ამას როცა ვწერდი, შენზე ვფიქრობდი. (კეფას იფხანს და იღიმის)
თუ იუნგი გაგიბრაზდა და მიზეზი სერიოზულია, დიდი ხანი არ გელაპარაკება და ჩუმდება. ცდილობს არ გეჩხუბოს, ამიტომ საკუთარ თავში იკეტება. ჯერ არ ეკონტაქტებით ერთმანეთს, მერე კი სტუდიაში ამერიკანო მიგაქვს და პირველ ნაბიჯს შენ დგამ შერიგებისკენ. გიყვება, როგორ სცადა რამდენჯერმე შენთან დარეკვა, მაგრამ ვერ გაბედა. ბედნიერია რომ გაუგე, მისი გულისთვის სიამაყე დაივიწყე და ნაბიჯი გადადგი მისკენ.
იუნგი შენში მისდამი ნდობასა და მოთმინების უნარს აფასებს. ჯგუფის წევრებს ყოველთვის ეუბნება რამდენს ნიშნავ მისთვის.
-მის გამოჩენამდე არ მეგონა ასე კარგად ვინმე თუ გამიგებდა და ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ. არასდროს არ უცდია ჩემი შეცვლა შეგნებულად, მაგრამ გაუცნობიერებლად ადამიანად მაქცია.
-----------
Facebook-ზე ვიპოვე ამ პოსტების სერიები და გამახსენდა, რომ აქ ვაპირებდი გადმოტანას. ნელ-ნელა ყველა წევრს დავამატებ.
გთხოვთ მოიწონოთ და გაუზიაროთ მეგობრებს. ❤
ŞİMDİ OKUDUĞUN
BTS - Imagines & Reactions
Hayran Kurguეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...