6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ

1K 68 5
                                    


სოკჯინი

სახალისოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ ძილში ლაპარაკობ. ეს შენთვის არასოდეს უთქვამს და ხშირად ცდილობდა დიალოგი გაემართა შენთან.

"ჯჯიიიინ..."

შენს ჩურჩულზე მიხვდა, რომ ძილში ლაპარაკობდი და გამოგელაპარაკა.

"ჯინი შენი შეყვარებულია? ამიღწერე როგორია."

"შეყვარებული?... ყველაზე თბილი... სიმპატიური... ლამაზი... მიყვარს."

"მეც მიყვარხარ პრინცესა."

ძალიან ბედნიერი გიკრავს გულში და თავადაც ეძინება.

იუნგი

როცა პირველად ძილში ლაპარაკი დაიწყე, საოცრად შეეშინდა. რა თქმა უნდა თავდაპირველად ცდილობდა გამოგლაპარაკებოდა, მაგრამ მერე შეამჩნია, რომ მას არ ელაპარაკებოდი და გეძინა, რაზეც არც კი იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა.

"გაგამათრახებ... დაგახრჩობ..."

იუნგიმ ღრმად ჩაისუნთქა და თავზე გადაგისვა ხელი.

"მგონი სახლში დემონი შემოვუშვი."

დილით არასდროს გელაპარაკება ამ თემაზე, მაგრამ ხანდახან უცნაურად გიყურებს.

"არაფერი გახსოვს?"

"რა უნდა მახსოვდეს იუნგი?"

შენი გაკვირვებული სახის გამომეტყველების დანახვისას თავს აქანებს და თავისთვის ბურტყუნებს.

"მგონი მართლა სატანაა ეს."

ჰოსოკი

თავდაპირველად ძილში ხელი რომ მოიქნიე, არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ როცა დაიყვირე 'გადი'-ო, ცოტა შეეშინდა. დილით ცდილობდა მეტი გაეგო შენი მდგომარეობის შესახებ.

"გუშინ რამე გესიზმრა?"

"არ ვიცი, არ მახსოვს. მგონი არა. რამე მოხდა?"

"არა, არა. ისე გკითხე."

"მშვიდად არ მეძინა?"

"კ...კი..კი აბა რა. ძალიან მშვიდად გეძინა. უბრალოდ... დაივიწყე."

BTS - Imagines & ReactionsDonde viven las historias. Descúbrelo ahora