“ფიქრობ რეალურ სამყაროში შესაძლებელია ადამიანს გვერდით ჩაუარო და გონებაში ზარის ხმა შემოგესმას?“ - გაიჟღერა კითხვამ, რომელმაც რამოდენიმე ჯგუფის წევრის სიცილი მოჰყვა პასუხად.
კითხვა, რომელიც გადაცემის წამყვანმა დასვა, სრულიად ლოგიკური იყო და წამით ჯონგუკს მეტყველების უნარიც წაერთვა. არც კი იცოდა რა პასუხი გაეცა. რა თქმა უნდა ეს არარეალური იყო, მაგრამ იმდენად რომანტიკული, რომ მისი ბავშვური გონება ცდილობდა რეალობას გაქცეოდა და დაეჯერებინა ეს ფენომენი. მას მერე, რაც მან უყურა იაპონურ ანიმეს სახელად - ‘შენი სახელი’, ის ხშირად ოცნებობდა საკუთარ მეორე ნახევარს სწორედ ისე შეხვედროდა, როგორც ანიმეს მთავარი მოქმედი გმირები შეხვდნენ ერთმანეთს... მათ უბრალოდ გვერდით ჩაუარეს ერთმანეთს და ორივემ ერთროულად გაიგონა ზარის რეკვის ხმა.
„სავარაუდოდ შეუძლებელია, მაგრამ ხომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება? შეიძლება ესეც ზარის დარეკვის ფენომენს შევადაროთ.“ - თქვა ჯონგუკმა პასუხად და მორიგი შეკითხვებისგან თავი დაიძვრინა, რადგან წამყვანი ამ პასუხით დაკმაყოფილდა და თეჰიონთან გადაინაცვლა შეკითხვით.
ინტერვიუს მერე დიდი დრო იყო გასული. ახლა უკვე ჯონგუკი სასტუმროს ნომერში იჯდა და ერთ-ერთი ანონიმური მიმოწერის აპლიკაციით უცხო გოგონას ემესიჯებოდა. ამ უცნობმა ადამიანმა არაფერი იცოდა მის შესახებ და ჯონგუკი მასთან მიმოწერისას თავს კომფორტულად გრძნობდა. ეს გოგონა მან დიდი ხნის წინ გაიცნო ამ პროგრამის საშუალებით და ხანდახან მასთან საუბარში გაჰყავდა ხოლმე დრო. ის ყველაფერს უყვებოდა მას და მისგანაც ისმენდა ხოლმე ცხოვრებისეულ თავგადასავლებს. ჯონგუკს არაფერი უთქვამს გოგონასთვის (რომელსაც მეის სახელით იცნობდა) თავისი საქმიანობის ან ვინაობის შესახებ, არც ინტერვიუს შესახებ. მეიმ მხოლოდ ის იცოდა, რომ მას ჯონგუკი ერქვა.
ESTÁS LEYENDO
BTS - Imagines & Reactions
Fanficეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...