15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)

737 55 13
                                    

(დაწერილია თეჰიონის ხედვით)

--------------

მსოფლიო ტური წარმატებით დასრულდა და ორკვირიანი შესვენება მოგვცეს. ბიჭებმა გადავწყვიტეთ ისევ კორეაში, სადმე სოფელში გავხიზნულიყავით დასასვენებლად, ამიტომ მცირე ზომის ჩემოდნები ჩავალაგეთ და ხმაურიან სეულს მოვშორდით.

სანამ სხვები აგარაკის სახლში ნივთების ამოლაგებით იყვნენ დაკავებულები, ჩემოდანი ოთახში დავტოვე, ფოტოაპარატს ხელი დავავლე და პირველი სახლიდან მე გამოვედი.

სახლის უკანა მხარეს აღმართს ავუყევი და გზადაგზა სურათებს ვიღებდი, სანამ ბორცვის მწვერვალს არ მივაღწიე. იქიდან საოცარი ხედი იშლებოდა. თუ ბორცვის აქეთ ფერთობზე რამოდენიმე ხე იყო და ბალახი, მეორე ფერდობზე და მის ძირში ყვავილებიანი მინდვრები იშლებოდა. მუხლებზე დავდექი, ფოტოაპარატი თვალთან მივიტანე და ვეცადე ლინზის მეშვეობით თვალი მომევლო ხედისთვის იმის ძებნაში, რაც ჩემს ყურადღებას მიიქცევდა.

შორეული მინდორი ოდნავ ახლოს მოვიტანე ფოტოაპარატით და სწორედ ამ მომენტში რაღაც საოცარს მოვკარი თვალი. მეგონა მომეჩვენა მეთქი, ამიტომ ფოტოაპარატი ჩავწიე და საკუთარი თვალებით გავხედე მინდორს.

არ მომჩვენებია...

თეთრკაბიანი, ხვეულთმიანი და თავზე ყვავილების გვირგვინიანი გოგონა დარბოდა მინდორში ორ ბავშვთან ერთად და საპნის ბუშტებს უშვებდა. კვლავ ფოტოაპარატით გავხედე, მაქსიმალურად ახლოს მოვიტანე გამოსახულება და თვალი გავაყოლე გოგონას. პარალელურად გაუცნობიერებლად ვაფიქსირებდი რამოდენიმე კადრს ღილაკზე თითის ნაზი დაჭერით.

უეცრად რაღაც მომენტში გოგონამ ჩემსკენ გამოიხედა. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა თითი დავაჭირე გადაღების ღილაკს და შემდეგი კადრის გადასაღებად გავემზადე მორალურად, მაგრამ კადრი არ შეცვლილა. გოგონა ჯერ მიყურებდა, მერე კი ჩემი მიმართულებით გამოიქცა. გაოგნებული წამოვდექი, ჩემს გვერდით მდგარ ხეს მივეყრდენი და ფოტოაპარატს ორივე ხელი ძლიერად მოვუჭირე.

BTS - Imagines & ReactionsTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang