სოკჯინისავაჭრო ცენტრში დასეირნობდა ჯიმინთან ერთად, როცა ერთ-ერთი მაღაზიიდან გამომავალი შეგნიშნა. ერთნაირი ფერის მაისურები გეცვათ და სათვალეც ერთნაირი გეკეთათ. პატარა ბავშვივით აჟიტირებულმა მოირბინა შენსკენ და წინ გადაგეღობა.
"ერთნაირად გვაცვია!"
მისმა შეძახილმა და უეცარმა გამოჩენამ ცოტა დაგაბნია, მაგრამ მორცხვად გაგეღიმა და თავი დახარე.
"რავიცი, ეს ჩემი სტილია. ასე ხშირად ვიცვამ ხოლმე."
შენს ჩანთაზე გამოკიდული ბითიესის ბრელოკი შენიშნა და თითით მიგითითა მასზე.
"შენი საყვარელი წევრი მე ვარ, ხომ?"
კიდევ უფრო შეგრცხვა და თავი დაუქნიე.
"რატომ ვარ შენი საყვარელი წევრი?"
შენგან პასუხს მოუთმენლად ელოდებოდა და თვალს არ გაშორებდა.
"ულამაზესი ხმა გაქვს, საოცარი იუმორის გრძნობა, მარცხნიდან მესამე ბიჭი ხარ და რა თქმა უნდა Worldwide Handsome."
შენს სიტყვებზე ეცინება და ჩვეული ენთუზიაზმით გაჰყვირის რა თქმა უნდა სიმპატიური ვარ, კარგი გემოვნება გქონიაო. შენც გეცინება მასთან ერთად და პირზე ხელს იფარებ.
"ყავაზე შეიძლება დაგპატიჟო?"
მის შემოთავაზებას უცებ არა, მაგრამ მაინც თანხმდები და დროის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს გართმევს.
იუნგი
მუსიკალურ მაღაზიაში შევიდა ახალი ყურსასმენებისა და მიკროფონის შესარჩევად, როცა უეცრად ნაცნობი მელოდია შემოესმა. ერთ-ერთ პიანინოსთან იდექი და First Love-ის აკორდებს უკრავდი. ის ფრთხილად მოგიახლივდა.
"ამ ნაწილში მაგ აკორდის ნაცვლად აი ეს სცადე. უკეთესი იქნება."
პიანინოს ფრთხილად ახებს ხელს და აკორდს იღებს. ყურში კარგად გხვდება და მადლობას უხდი თავის დაკვრით. როგორც კი თავს სწევ, შენს წინაშე თავად სიმღერის შემსრულებელს ხედავ. გამბედაობას იჩენ და თავის დახრის ნაცვლად პირდაპირ თვალებში უყურებ.
STAI LEGGENDO
BTS - Imagines & Reactions
Fanfictionეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...