წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული ჯიმინი.
------------
ჯიმინი ურთიერთობის საწყის ეტაპზე საკმაოდ მორცხვია. თქვენი გაცნობაც შენი ინიციატივა იყო. თუმცა როცა უკეთ გაგიცნო, სადავეები მის ხელში გადავიდა.
მუდამ ცდილობს შენი ყურადღება მიიქციოს და ხანდახან ტელეფონს გართმევს ხელიდან მოუსვენრობით.
-კარგი რა, მეგობარს უნდა ვუპასუხო, დამიბრუნე.
-ეგ მეგობარი ჩემზე მნიშვნელოვანია?ჯიმინთან ურთიერთობა სავსეა ღიმილით, პოზიტივით და ცანცარით. უმეტესად მისი მხრიდან.
არ ერიდება შენთან შეხებას. ყოველ შესაფერის მომენტში გეხუტება და გკოცნის. თუ მარტო არ ხართ, მხოლოდ ლოყაზე.
როცა ინიციატივას იჩენ და ტუჩებზე კოცნი, წითლდება, სახეზე ხელებს იფარებს და იცინის.
არ უყვარს, როცა საყვარლად თვლი, რადგან უნდა ნამდვილ მამაკაცად ხედავდე.
-მიყვარხარ მოჩი ❤
-ნუ მეძახი მოჩის. რამდენჯერ გთხოვე? 😳😭ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშინვე გაგაცნო, როგორც კი შეყვარებულები გახდით. ოჯახის წევრებსაც მოუყვა შენს შესახებ სატელეფონო საუბრისას და შენი გაცნობის სურვილი გამოთქვეს.
ხშირად მოაქვს თავი, თითქოს გაგებუტა. მოსწონს როცა ეხუტები და კოცნი შესარიგებლად.
თუ მართლა გაგიბრაზდა, საქმე სერიოზულადაა ხოლმე. ცივდება და აღარ გიკარებს. საკუთარ თავში იკეტება და მოთმინებით ცდილობ შეირიგო.
გარეთ ხალხმრავლობაში არ ერიდება შენს შეხებას და შენთან ჩახუტებას. ყველგან ხელჩაკიდებულები დადიხართ.
ჯიმინს მუდმივად სჭირდება იმის შეხსენება, რომ იდეალურია და არაფრის შეცვლა არ გინდა მასში. ის არაა საკუთარ თავში დარწმუნებული, ამიტომ შენგან ერთი უბრალო კომპლიმენტიც კი უხალისებს დღეს.
კომპლიმენტების თქმა არ უჭირს, მაგრამ როგორც წესი განსაკუთრებულად რომანტიკული არაა. ამის მიუხედავად ცდილობს იყოს.
-რაღაც დამავიწყდა მგონი ჰო?
-რა რომანტიკული ვახშამია სანთლების გარეშე? 😂
-აუ სანთლები... მოიცა, მუსიკაც დამვიწყებია 😭😭
-კარგი, არაუშავს. მაინც მიყვარხარ ❤შენს გამო შეუძლია მეგობრებზე უარი თქვას და მათთან ერთად ყოფნის დროს შენთან გამოიქცეს როცა დაურეკავ. თუმცა შენ არ ხარ ძალიან ეჭვიანი და ეგოისტი, ამიტომ არ აიძულებ მეგობრებზე უარი თქვას.
-ბიჭებთან ერთად ვარ. მოვიდე?
-არ გაბედო! ხვალ დაგირეკავ. კარგი დრო გაატარე ❤😍ჯიმინი კარგად ამჩნევს მცირე დეტალებს და ხშირად გიზიარებს ამას.
-თმა შეიჭერი?
-მხოლოდ ბოლოები.
-გიხდება ❤შენი ხათრით შეუძლია ზედიზედ სამჯერ ჩავიდეს სუპერმარკეტში, თუმცა წუწუნს არ დაგაკლებს.
-ახლა არ ვიყავი ჩასული? გეთქვა სნიკერსიც მინდაო :(
-ახლა მომინდა ჩიმ. არ გაბრაზდე. თუ გინდა ნუ ჩახვალ ❤
-ჩავალ, ჩავალ 😭😂თუ რამე პრობლემა გაქვს უყვები და ისიც გისმენს. შეგიძლია ყველაფერი გაანდო. ცრემლებს თავისი მოკლე თითებით მოგწმენდს.
თუ სთხოვ ცეკვავს ხოლმე, მაგრამ უბრალოდ არა, რაღაცის სანაცვლოდ.
-იცეკვე და გაკოცებ, გინდა?
-არა. ასე არ მაწყობს. ვიცეკვებ, მაგრამ ჩემს მერე შენი ჯერია. 😚
-ხომ იცი, რომ ვერ ვცეკვავ?
-გასწავლი ❤პაემანი ნებისმიერ ადგილას გაქვთ, რომელსაც შეარჩევ. მთლიანად გენდობა, რადგან თავად უჭირს გადაწყვეტილებების მიღება.
ხშირად გჩუქნის საჩუქრებს ნებისმიერ დღესასწაულზე.
თუ შორსაა შენგან ან ტურით სხვა ქვეყანაში, მუდმივად ენატრები და საოცრად იტანჯება. თუმცა ამას არ გაგრძნობინებს.
საკმაოდ თბილი და ვნებიანია, როცა ორივე ამის ხასიათზე ხართ.
კარგად არ გამოსდის, მაგრამ ხანდახან გიტარაზეც უკრავს შენთვის და მღერის კიდეც.
ძალიან უყვარხარ, შენით ამაყობს და ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც არ ასვენებს შენზე საუბრებით.
-ჯიმინ, იმდენს იზამ ჩვენც შეგვაყვარებ მალე.
-არა, არ გაბედოთ. მარტო ჩემია 👌❤❤
![](https://img.wattpad.com/cover/123377445-288-k967230.jpg)
VOUS LISEZ
BTS - Imagines & Reactions
Fanfictionეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...