5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.

1.1K 66 5
                                    


სოკჯინი

ჯინი ოთახში შემოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ნაზად გადახისვა ხელი, მერე კი შუბლზე დაგადო სიცხის შესამოწმებლად.

"საყვარელო, გაიღვიძე."

მისმა ტკბილმა ხმამ ოდნავ გამოგაფხიზლა, მაგრამ მაინც ძილის ბურანში იყავი გახვეული. ეცადე საბანი თავზე გადაგეფარებინა, მაგრამ მან ხელი შეგიშალა.

"მესმის, რომ გეძინება, მაგრამ წამლის დალევის დროა."

შენ ფრთხილად წამოჯექი, მან კი აბი და წყლის ჭიქა მოგაწოდა. წამალი გადაყლაპე თუარა, ჭიქა დაუბრუნე და თავი ისევ ბალიშზე დადევი.

"მადლობა. ალბათ უკვე დაგღალე."
"რას ნიშნავს დამღალე პრინცესა? შენი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ცოტა ხნით კიდევ იძინე, მერე კი როცა წვნიანი მზად იქნება, შემოგიტან და გაგაღვიძებ."

ნაზად გკოცნის შუბლზე და ოთახიდან გადის, შენ კი ღიმილიანი სახით უბრუნდები ძილს.

იუნგი

ერთად იწექით საწოლში. მას შენთვის ხელები ჰქონდა შემოხვეული, შენ კი თავი მის კისერში გქონდა ჩარგული. იუნგის ხელი შენს თმებში შეცურდა და შენი თვალებიდან კვლავ დაგორდნენ ცრემლები.

"ძალიან მტკივა."
"ვიცი საყვარელო, ვიცი."

მისმა თითებმა თმები ყურზე გადაგიტანეს, მერე კი ლოყაზე დაგორებული ცრემლი მოგწმინდეს. მისმა ხმამ და შეხებამ თითქოს ტკივილი შეგიმსუბუქეს.

"მე აქ ვარ, ამიტომ ეცადე დაიძინო. გამაყუჩებელი ახლახანს დალიე და მალე გაგივლის ტკივილი."

მის სიტყვებს თითქოს მყისვე ემორჩილება შენი გონებაც და მისი ნაზი შეხებაც მალევე გახვევს ძილის ბურუსში.

ჰოსოკი

ის შენს გვერდით იდგა მუხლებზე და შენი თმა ეჭირა ცალი ხელით, სანამ შენი კუჭი ახლახან მირთმეული საკვებისაგან ითავისუფლებდა თავს. პირსახოცით პირი მოგწმინდა და ზურგზე ხელი მოგისვა ნაზად.

BTS - Imagines & ReactionsTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang