ჯიმინი
ჯიმინი საოცრად ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ დაბალი ხარ. მას ხშირად აჯავრებენ ჯგუფის წევრები, რომ ის დაბალია, ამიტომ გაუხარდება თქვენს შორის სიმაღლის ასეთი სხვაობა, შენ ხომ მაღალქუსლიანებზეც კი ვერ სწვდები მის სიმაღლეს. ჯიმინი ალბათ ხშირად 'დაგცინებს', რა თქმა უნდა ცუდი განზრახვით არა. ალბათ ამ დაცინვების პარალელურად ბოდიშებსაც მოგიხდის, რომ არ გეწყინოს და გეტყვის, რომ მშვენივრად ესმის შენი გრძნობების. თუმცა როგორც კი შენ და ჯიმინი დაამუღამებთ წყენის გარეშე ერთმანეთის დაცინვას, ეს სახალისო თამაშად გადაიქცევა თქვენთვის. 3:)
თეჰიონი
თეჰიონისთვის სულერთი იქნება თქვენს შორის სხვაობა სიმაღლეში. მეტიც, მისი აზრით ძალიან საყვარელი ხარ. ის სხვების მსგავსად არ დაგცინებდა სიმაღლეზე, მაგრამ სხვები რომ დაიწყებდნენ ამაზე საუბარს, აჰყვებოდა ხოლმე. თეჰიონის კოცნა ცოტა პრობლემური საკითხი იქნებოდა, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა მაღლები არ გაცვია, თუმცა პრინციპში პრობლემა არაა. თეჰიონი უბრალოდ ხელში აგიყვანს და ისე გაკოცებს.
ჯონგუკი
ქუქის დაცინვებს საზღვარი არ ექნება და ის ხშირად შეგახსენებს, რომ დაბალი ხარ. ასე მგონია, რომ ხშირად 'გაგიჩალიჩებს' ხოლმე რაღაცებს. მაგალითად კარადის ზედა თაროსკენ გაიშვერს ხელს და გთხოვს წიგნი ჩამოუღო. რა თქმა უნდა დიდხანს იცინებს შენს მცდელობებზე წიგნს მისწვდე, მერე კი უბრალოდ თავად ჩამოიღებს იმ დასაწვავ წიგნს და გამაღიზიანებლად გაკოცებს. ხშირად შეიძლება მობილური წაგართვას, მერე კი ხელი მაღლა ასწიოს და გითხრას 'აბა გამომართვი'-ო. მხოლოდ მაშინ დაგიბრუნებს ტელეფონს, როცა გაებუტები და დანებდები. თუმცა დაცინვების გარდა მზრუნველობასაც გამოიჩენს, მაგალითად თუ რამეს ვერ მისწვდი, დიდი სიხარულით მოგაწოდებს და "ჯილდოსაც" მოითხოვს სანაცვლოდ. თუმცა, ვინაიდან დაბალი ხარ და საკოცნელად ვერ მისწვდები, მოგიწევს მორცხვად სთხოვო, რომ დაიხაროს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ყოველი დაცინვა და ნერვების მოშლა დიდი სიყვარულის ნიშანია. მას შენი სიმაღლე ძალიან საყვარლად მიაჩნია და ამისთვის ძალიან ძალიან უყვარხარ. <3
![](https://img.wattpad.com/cover/123377445-288-k967230.jpg)
ESTÁS LEYENDO
BTS - Imagines & Reactions
Fanficეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...