26. შეყვარებული ჯონგუკი

317 26 0
                                    

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული ჯონგუკი.

------------

ურთიერთობის საწყის საფეხურზე ჯონგუკი საკმაოდ მორცხვი და გაუბედავი იყო. მას დრო დასჭირდა შენთან შესაჩვევად, მაგრამ ახლა შენს გვერდით კომფორტულად გრძნობს თავს.

ხშირად გეფლირტავება და გეხუმრება, მაგრამ მის საქციელზე ორივეს ე.წ. "ქრინჯობები" გემართებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა 'ეგიოს' აკეთებს.

ფლირტის დროს შეხებაზე მეტად სხვა ჟესტებს იყენებს. წარბს სწევს, ან ყურში ჩაგჩურჩულებს რაღაც-რაღაცებს.

ძირითადად ნამიოკებით გთავაზობს პაემანზე წასვლას და საბოლოოდ შენ გიწევს მისი დაპატიჟება.

-შენ არ იცი როგორ მომინდა ახლა ფინჯანი ყავა...
-გინდა კაფეში წავიდეთ ქუქი?

თუ გაგებუტა ან გაგიბრაზდა, მოგაჩერდება და არ გაიხედავს სანამ არ ჰკითხავ რაშია საქმე. სახეზე ეტყობა ნაწყენი რომაა.

ეჭვიანობა სჩვევია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია მოითხოვს. მაგალითად თუ სადმე დიდი ხნის უნახავ მეგობარ ბიჭს გადაეყარე, რომელიც ჩაგეხუტა, მას შენს თავს გამოართმევს და წელზე მიგხვევს ხელს იმის ნიშნად, რომ მას ეკუთვნი. მისი საქციელის გამო წითლდები კიდეც.

საზოგადოებაში იშვიათად გეხება ან გკოცნის, თუმცა უცხო თვალისგან მოშორებით საკმაოდ თბილი და ვნებიანია (არა ბინძური გაგებით).

ხანდახან, როცა გაუბრაზდები, უკნიდან წელზე მოგხვევს ხელს, თავს შენს კისერში ჩარგავს და წუწუნით გიხდის ბოდიშებს.

ძირითადად რომანტიკულობით არ გამოირჩევა, ამიტომ ეს შენი საზრუნავია.

მოსწონს ასაკთან შედარებით ზრდასრული აზროვნებით რომ გამოირჩევი და ისიც მოსწონს, რომ შენგან ბევრ ისეთ რამეს სწავლობს, რაც აქამდე არ იცოდა.

-რა მაგარია. ეგ სიტყვა არ ვიცოდი. 😳
-სკოლაში წესიერად რომ გესწავლა ინგლისური, გეცოდინებოდა 😂😂
-ყველაფერში კარგი ხომ ვერ ვიქნები. ერთი ნაკლი ყველას აქვს 👌😂😅

პაემანზე სიარულს ურჩევნია შენთან ერთად ტელევიზორის წინ გაატაროს მთელი დღე Playstation-ის ან Xbox-ის თამაშში. ყოველთვის იმარჯვებს და უხარია.

-ისევ მოგიგე 😂
-ჩემთან ხარ მაგარი არა? თეჰიონთან ხომ სულ აგებ? 😚🤔😂
-ნუღარ მახსენებ. -_-

ხშირად არ გაქვთ ხოლმე მიმოწერა, რადგან ორივე საკმაოდ დაკავებულები ხართ. თუმცა ჯგუფის წევრებთან სულ შენზე ლაპარაკობს და მუდამ ახსოვხარ. ყველა შენს გაგზავნილ ფოტოს თუ ვიდეოს ინახავს და როცა მოენატრები, ათვალიერებს.

-ისევ მის სურათებს ათვალიერებ? 😂
-ჰიონ, დამეკარგე აქედან...

ხშირად არ გეუბნება ამას, მაგრამ ძალიან უყვარხარ და მომავალში აუცილებლად აპირებს შენს ცოლად მოყვანას. ცოტაც დაელოდე ❤❤❤

BTS - Imagines & ReactionsDonde viven las historias. Descúbrelo ahora