4. BTS-თან კამათი და შერიგება.

1.2K 65 2
                                    


სოკჯინი

როგორც წესი ჯინი ძალიან თბილი და გაწონასწორებულია, მაგრამ კამათის შემთხვევაში დიდი დრო დასჭირდება შესარიგებლად ნაბიჯის გადმოსადგმელად. თავიდან ბრაზობს, მერე კი საკუთარ თავს უნაწყენდება იმისთვის, რომ გაწყენინა.
შესარიგებლად ნაბიჯის გადმოდგმას რომ გადაწყვეტს, ჯერ მესიჯს გამოგიგზავნის. თუკი შენგან საპასუხო მესიჯი მიიღო, ამას შესარიგებლად გადმოდგმულ ნაბიჯად აღიქვამს და დაგირეკავს. საათობით გელაპარაკება, მაგრამ კამათის თემას არ ახსენებს, უფრო სასიამოვნო თემებზე საუბრობთ და ორივეს გავიწყდებათ კონფლიქტი.

"ახალი ხუმრობა მაქვს. რატომ არ აკეთებენ ფემინისტები..."
"მოიცა! არ დაასრულო, ვიცი ეგ ხუმრობა. გარყვნილო."

ორივე იცინით და მთელი საუბრის მანძილზე ცდილობ ეს ხუმრობა დაავიწყო.

იუნგი

ის საკმაოდ აფექტურია, თან მუდამ სტრესის ქვეშ იმყოფება, ამიტომ უბრალო რაღაცაზე ავარდა. დიდი ხანი არ პასუხობდა შენს ზარებს და სტუდიაში ჩაიკეტა მთელი ღამით. მალე მიხვდა, რომ ასეთი მწვავე რეაქცია არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ შენთან მოვიდა და დალაპარაკება შემოგთავაზა. აღიარა, რომ არასწორად მოიქცა ასე უბრალო რაღაცაზე რომ ავარდა, თუმცა თვლის, რომ დამნაშავე შენ იყავი. ხვდები, რომ ისიც დიდი პროგრესია, რომ იუნგი თავად მოვიდა შენთან, ამიტომ შენც სთხოვ პატიებას, ეხუტებით ერთმანეთს და ყველაფერს ივიწყებთ.

"ვწუხვარ, რომ საკმარისად კარგი არ ვარ შენთვის და ასე ხშირად მეშლება ბევრი რამ ჩვენს ურთიერთობაში."
"კარგი, გავიგე, რომ დამნაშავე მე ვარ... მაგრამ ეგ მეორედ აღარ გაიმეორო!"

იუნგის მკაცრ ტონში სიყვარული და სევდა ერთდროულად იგრძნობა და უფრო მაგრად ეხუტები.

ჰოსოკი

იშვიათად ბრაზდება ხოლმე. ამჯერადაც კიარ გაბრაზდა, უბრალოდ გაგებუტა. ნაწყენი გავიდა იმ კაფედან, სადაც ყავას სვამდით ერთად. შენთან შერიგება საოცრად უნდოდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა პირველი ნაბიჯის გადმოდგმა. ბოლოს მაინც გაბედა და გადმოდგა ეს ნაბიჯი, ყველგან კუდში დაგდევდა და არაფრით დაგანება თავი, სანამ შენგან არ გაიგო, რომ აპატიე და გაბრაზებული არ ხარ. პატიების შემდეგ ორჯერ უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა.

BTS - Imagines & ReactionsDonde viven las historias. Descúbrelo ahora