გათენდა და დაიწყო ახალი დღე, არაფერი შეცვლილა. ჩემმა უბრალო ცხოვრებამ უკვე დამღალა. დილით ადგომა, საუზმე, სკოლაში წასვლა, გაკვეთილები, სახლში დაბრუნება. ყოველდღე ერთი და იგივე. მე ქლოე ვარ, უფროსკლასელი, ვცხოვრობ სეულში. გრძელი შავი თმა და მწვანე თვალები მაქვს, კორეელი არვარ, ინგლისელი ვარ. სეულში 13წლის ასაკში გადმოვედი ოჯახთან ერთად, უკვე 18ის ვარ. ჩემი ცხოვრება ინგლისშიც მოსაბეზრებელი იყო, ყოველთვის რაღაც ახალი მინდოდა.
-კარგი გეყოს კოტრიალი და ადექი, სკოლაში დაგაგვიანდება - მომესმა დედაჩემის ყვირილი მეორე ოთახიდან.
- საუზმე მზად არის? - ვკითხე და მზის სხივებისგან აწყლიანებული თვალები დავიზილე.
- ადექი და გაიმზადე, მე არ მცალია. - ისევ იყვირა დედამ
- როგორც იტყვით მადამ.
დედაჩემი პოლიციელია და რათქმაუნდა მკაცრია. ყოველთვის გვერდში მიდგას და მზად არის, რომ დამეხმაროს.სამზარეულოში ჩავედი და ყავა გავიმზადე, როგორც ჩანს მამაჩემი უკვე წასულიყო. მამა ექიმია, ერთ-ერთ დიდ საავადმყოფოში. სამსახურის გამო სახლიდან დილით ადრე მიდის და ძალიან გვიან ბრუნდება. ძირითადად სახლში მარტო ვარ.
ყავა დავლიე, სენდვიჩი მივირთვი და საძინებელში ავტანტალდი.
- დედა სააბაზანოდან გამოსვლას არ აპირებ? - მძინარე ხმით ვკითხე და სააბაზანოს კარზე დავაბრახუნე
- მაცადე, კი არ ვცეკვავ - მიპასუხა მან.
- მეჩქარება, მძღოლი უკვე მელოდება.
როგორც იქნა გამოვიდა, მოვემზადე და სკოლაში წავედი.
სკოლის დერეფანში ჩემი მეგობარი სემი დამხვდა,როგორც ყოველთვის მიღიმის და წრიპინა ხმით მესალმება.
-ქესიი, როგორ ხარ?
- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ
-თავისთავად. ჩანიოლი დღეს ადრიანად მოვიდა სკოლაში, ალბათ დილით არავინ უხმარია.
- რაში განაღვლებს?
-ისე, უბრალოდ.ქესის მხოლოდ სემი და ლუკასი მეძახის, ასე ვთქვათ ჩემი ზედმეტსახელია. ჩანიოლი კი სკოლის ბედ ბოია, მასთან ერთად ჯონგინიც და სეჰუნიც. ჩემდა სამწუხაროდ ერთ კლასში ვართ. სემის ჩანიოლი მოსწონს, მაგრამ არ აღიარებს. სემიმ იცის როგორი მექალთანეც არის და მასზე სერიოზულად არ ფიქრობს.
აი მე კი, ყველა ბიჭი მკიდია. შეყვარებული არც მყოლია. ვამბობ, რომ სიახლე მინდა ცხოვრებაში, მაგრამ არა იმბეცილი ბიჭები.გაკვეთილები დამთავრდა და მე და სემი ჩემთან წავედით. სკოლა ჩემი სახლიდან არც ისე შორსაა, ამიტომ შინ ფეხით ვბრუნდები. სახლში, რომ დავბრუნდით ვისადილეთ და ჩემს ოთახში ავედით.
- დავიჯერო ჯონგინი არ მოგწონს?- სრული სერიოზულობით მკითხა სემიმ.
- ღადაობ ხო? მე მომწონს ჯონგინი? ის ხომ ერთი თავშიავარდნილი ბიჭია, რატომ უნდა მომწონდეს?
- ვამჩნევ როგორ აყოლებ ხოლმე თვალს მის ლამაზ უკანალს.
- სემიი! შეწყვიტე!
- ნუ უარყოფ ლამაზმანო.
- სისულელეებს მოეშვი სემი.
- კარგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდებიი...
თვალები ავატრიალე და ჩემს გვერდით მჯდომ სემის თავში წამოვარტყი.
-მეტკინა იცი? - საწყალი ხმით მითხრა
- დაიმსახურე.სემის წასვლის შემდეგ სახლში მარტო დავრჩი. დედა და მამა მორიგეები იყვნენ, სახლი ჩემს განკარგულებაში იყო. სასუსნავები ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე. ფილმის ყურებაში გართულს, ყურადღება მანქანის სიგნალმა გამიფანტა. ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ჯონგინის მანქანა გაჩერდა. - ეს აქ რას აკეთებს? ვეკითხებოდი ჩემს თავს. - ალბათ იმ კახპა ეუნასთან არის. თავი გავაქნიე და ტელევიზორს დავუბრუნდი.
ამის შემდეგ მისაღებში ჩამეძინა. ღამის 3საათი იქნებოდა, უეცრად ზარის ხმა მომესმა, კართან ვიღაც იყო. ხალათში გახვეულმა უსაფრთხოების მონიტორს დავხედე და თვალები გამიფართოვდა - ჯონგინი აქ რას აკეთებს? - ვკითხე საკუთარ თავს.
დაბნეულმა კარი გავაღე და მისი უმშვენიერესი სახე დავინახე. ძალა მოვიკრიბე და დაბოხებული ხმით ვკითხე:
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- რაღაც პრობლემა მაქვს. - მიპასუხა ჯონგინმა.თუ მოგეწონათ გავაგრძელებ ❤