თავი 19

1.3K 71 15
                                    


იმ შაბათ-კვირას ჯონგინთან შევიკრიბეთ. გასასვლელად მოვემზადეთ, ჩანთები ავიღეთ და მანქანებისკენ დავიძარით. ჩანის მანქანაში მხოლოდ ჩანი და სემი მოთავსდნენ. ჯონგინის მანქანაში კი მე და ის, ხოლო ჰუნა თავის მანქანით წამოვიდა.

გზას გავუდექით. ქალაქს 15წუთში მოვშორდით და გრძელ გზატლეცილზე გავედით, რომელიც უსასრულოდ მოგეჩვენებოდათ. მალევე გადავუხვიეთ და ტყით გარსშემორტყმულ აგარაკზე ავედით.

მანქანებიდან ხმაურიანად გადმოვედით და დანახულით შოკირებულები ვიყავით. უზარმაზარი სახლი იდგა ჩვენს წინ, რომელსაც ტყე გალავანივით ეკრა გარს. თეთრი სახლი სულ მწვანეში იყო ჩაფლული. გაოცებულებმა მანქანის საბარგული გავაღეთ და ჩანთები გადმოვიტანეთ. ახუნძლულები მივუახლოვდით სახლს და უზარმაზარი კარი შევაღეთ.

ღმერთო ჩემო! თავი სამოთხეში მგონია!
როგორც კი შევედი იქაურობას დავუწყე თვალიერება. ულამაზესი სახლი, ხედი, ატმოსფერო! ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.

-როგორ მოგწონს აქაურობა?-მომესმა ჯონგინის ხმა, რომელიც ზურგზე ამეკრო და თავი ჩემს კისერში ჩარგო.

-ულამაზესია!-აღტაცებას ვერ ვმალავდი.

-ძალიანაც კარგი. წამოდი ჩვენს ოთახს გაჩვენებ. -ხელი ჩამკიდა და კიბეზე სირბილით ავიდა.
ოთახის კარი შეაღო და დავინახე უზარმაზარი თეთრი საწოლი ოთახის ცენტრში. შიგნით შევედი და საწოლზე მოწვეტილი დავეცი. ჯონგინი ნელ-ნელა მომიახლოვდა და ამოვიდა საწოლზე. ჩემს ზემოთ მოექცა და ტუჩებს დაეწაფა. უკვე ვიწყებდით, როცა ღია კარზე ჩანიმ დააკაკუნა და უხერხულად ჩაახველა.

-ბიდიშით, მაგრამ ხომ არ იცით სემი სადარის? -იკითხა მან.

-წესით მის ოთახში უნდა იყოს.-ვუთხარი მე და ჯონგინის ტუჩებს მივუბრუნდი.

-Chanyeol's POV

ოთახის კარზე ნაზად ვაკაკუნებ და მისი ხმის გაგონებისთანავე შევდივარ.
-შეიძლება? -ვეკითხები სემის, რომელიც ზურგით დგას და ტანსაცმელს ალაგებს.

Playboy •Where stories live. Discover now