თავი 6

2.1K 137 4
                                    

-Chloe's POV-
ძალიან გამიხარდა ჩანიზე, რომ გავიგე. სემი ბედნიერებას იმსახურებს. პირველად სკოლაში შევხვდით. ახალი გადმოსული ვიყავი და გიდი მჭირდებოდა. დირექტორმა სემის სთხოვა ჩემთვის სკოლა ეჩვენებინა, სწორედ მაშინ დავმეგობრდით.
*flashback*
- ახალი შენ ხარ?
- კი, მე ვარ.
- კეთილი იყოს შენი მოსვლა.
- მადლობა.
- წამომყევი, ყველაფერს გაჩვენებ.
- რა გქვია? - მორიდებით ვკითხე.
- სამანტა, მაგრამ ყველა სემის მეძახის. შენ ქლოე ხარ ხომ?
- კი.
- ზედმეტსახელი არ გაქვს ქლოე?
- არა.
- მაშინ მე შეგარქმევ. ქესი. როგორია?! მე ძალიან მომწონს. - თვალები უბრწყინავდა და სიხარულისგან დახტოდა.
მთელი სკოლა დავათვალიერეთ, რამდენიმე გაკვეთილს დავესწარი, შემდეგ კი სახლში დავბრუნდი. ერთი სული მქონდა ახალი დღე როდის დაიწყებოდა, რომ ისევ მენახა სემი. მომდევნო დილით ინგლისურის გაკვეთილზე შევედი, სემი მაშინვე შევამჩნიე, ხელს მიქნევდა და მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი. მეც მასთან მივედი და დავჯექი.
- როგორ გეძინა? - მკითხა მისი წრიპინა ხმით.
- კარგად, შენ?
- ჩემი მეზობლების ყვირილს და კივილს თუ არ ჩავთვლით ნორმალურად.
- ...
- სკოლის მერე რა გეგმები გაქვს?
- სახლში ვაპირებდი წასვლას.
- შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე.
- უცხოს რატომ პატიჟებ?
- უცხო არ ხარ, უკვე აღარ.
მისი მხრიდან კარგი საქციელი იყო,  მისი სიტყვები კი სასიამოვნო მოსასმენი.
ლანჩზე ერთად ჩავედით. მან შორიდან დამანახა სკოლის სამი Bad Boy. ორი მათგანი მშრალად დაახასიათა აი მესამეზე კი გაჭედა. გამოიცანით ვისზე? შემდეგ სკოლის ძუკნაც დამანახა შორიდან, ეუნა რათქმაუნდა. თავიდან ეუნასთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია, პირიქით, დავმეგობრდით და ხშირად დროს ერთად ვატარებდით, მაგრამ ერთხელ ძალიან ცუდად მოიქცა. მას ლუკასი უყვარდა, ლუკასი კი ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ეუნა ამაზე ეჭვიანობდა და მაბრალებდა, რომ მე ლუკასი მიყვარდა. რათქმაუნდა მიყვარდა, მაგრამ როგორც მეგობარი.
თანდათან ეუნა ბოღმით აივსო და ჩვენზე ჭორები გაავრცელა. ვითომ მე და ლუკასი ერთად ვიწექით და ერთად ცუდ რაღაცეებს ვაკეთებდით. ამაზე ჩვენ სამმა ვიჩხუბეთ და ყველაფერი დასრულდა. ამის შემდეგ ეუნა გვძულს, მას კი ისევ ლუკასი უყვარს.

Playboy •Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu