მომდევნო დღეს სკოლაში არ წავსულვარ, ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა სემიმ მომწერა.
სემი: რატომ არ მოხვედი?
ქლოე: მაპატიე,თავს ცუდად ვგრძნობ.
სემი: სკოლის მერე შემოგივლი.
ქლოე: კარგი.
სემი: დროებით ქეს.სკოლის შემდეგ სემი, როგორც დამპირდა მოვიდა და მომინახულა. გადავწყვიტე მისთვის ჯონგინის ესემესზე მეთქვა და იმაზეც, თუ როგორ დამემუქრა ბარში.
- ძალიან შეშინებული ვარ.
- კარგი, ნუ ღელავ, ვერაფერს დაგიშავებს.
-იმედი მაქვს. - ვუთხარი და ამოვიოხრე.
უხერხული სიჩუმე სემიმ დაარღვია:
- რაღაც აზრი მომივიდა.
-მართლა?
-კი. ჩანიოლს ვკითხავ ჯონგინის მისამართს და მასთან მიდი.
-სულ გააფრინე?! რამდენიმე წუთის წინ გაიგე რაც გითხარი?!
-....
-ჯერ ერთი ჩანიოლს როდის აქეთ დაუახლოვდი?! და კარგი, დავუშვათ მივედი მასთან, რა ჯანდაბა ვუთხრა?
-სიმართლე.
-რა სიმართლე?
-რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს. - თქვა სრული სერიოზულობით.
-სისულეებს მოეშვი პატარა ქალბატონო.
-თავს ნუ მაჩვენებ თითქოს ჯონგინი არ მოგწონს.
-არ მომწონს.
-ნუ უარყოფ ქეს! -უნებლიედ წამოიყვირა.
- შენ რატომ არ ეტყვი ჩანიოლს, რომ გიყვარს?
-მე მას ვკიდივარ.
-და რაიცი, რომ ჯონგინს არ ვკიდივარ?
-უბრალოდ ვიცი.
-ამას არ გავაკეთებ.
-კარგი, როგორც გინდა. - ბოლო სიტყვა სემის იყო და ამის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ჯონგინი ამას გულისხმობდა? ეს არის ის შეცდომა, რომელიც მე დავუშვი...მე ის შემიყვარდა.
სემი იმ ღამით ჩემთან დარჩა, ფილმებს ვუყურეთ და გავერთეთ. ფანჯარაში ვიყურებოდი, როცა ჯონგინი ეუნასთან მივიდა. ეუნამ მას აკოცა და ისიც აჰყვა. შემდეგ სახლში შევიდნენ და ღმერთმა იცის იქ რას აკეთებდნენ. ამან გული მატკინა, თვალები ამიცრემლიანდა, სემიმ ეს შეამჩნია და ზურგიდან ჩამეხუტა.-Jongin's POV-
ეუნასთან გასართობად მივედი, ყურადღების გადატანა მჭირდებოდა. ბოლო დღეებია სულ მასზე ვფიქრობ. რა ჯანდაბა მემართება? მე მას ვძულვარ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მე მაქვს დაგეგმილი. გონზე ეუნას ხმამ მომიყვანა:
-საძინებელში ავიდეთ?
-ხო.- ვუპასუხე მე.
ოთახში ავედით, ეუნამ ყველაფერი გაიხადა და მომიახლოვდა. მაისური თვითონ გამაძრო, მაკოცა და ხელები თმაში შემისრიალა. მე წელზე მოვხვიე ხელი და ავიყვანე. შემდეგ ლოგინზე დავაგდე, შარვალი გავუხსენი, მის ზემოთ მოვექციე და ვაკოცე. ტუჩზე ვუკბინე, სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა. წელზე ფეხები მომხვია და ზურგზე ფრჩხილებით დამკაწრა.
დავკმაყოფილდი და გვერდზე გადავბრუნდი, ეუნას კი ჩაეძინა.