თავი 11

1.7K 89 24
                                    


ღამე ერთად გაატარეს. ახლადგაღვიძებული ქლოე მძინარე ჯონგინს შესციცინებდა და თმაზე ნაზად ეფერებოდა. ჯონგინი ნაზად შეირხა, ქლოე შეცბა, თმას ხელი გაუშვა და თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა.

-ვიცი, რომ გღვიძავს.

ქლოემ ბიჭი უპასუხოდ დატოვა.

-კარგი რა, თმაზე მეფერებოდი.

-კარგი ხო. - ამოიბურტყუნა გოგონამ.

-როგორ გეძინა?

-უკეთესად არც შეიძლებოდა.- თვალები საყვარლად მოჭუტა გოგონამ და გაიღიმა. ჯონგინმა ხელი მის უკან გადაყრილ გრძელ თმას ჩამოაყოლა, წელზე მოჰხვია ხელი და მისკენ მიიზიდა. თავი გოგონას თავზე დადო და გაყუჩდა. გოგონას მისი გახშირებული სუნთქვის და გულის ცემა ესმოდა. ასე იწვნენ კარგა ხანს, სრულ სიჩუმეში.

პარასკევი დილა იყო, დღის პირველი საათი. სკოლა გააცდინეს. ქლოე საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ჯონგინის პერანგში გაეხვია და სააბაზანოსკენ ფეხშიშველი წავიდა. ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ქლოე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და სარკესთან თმის შემშრალება დაიწყო. ლოგინზე წამოწოლილი ჯონგინი აკვირდებოდა წყლის წვეთებს, რომლებიც ქლოეს ზურგზე მოგორავდა და პირსახოცში იმალებოდა. ჯონგინი ტკბებოდა სანახაობით მანამ, სანამ ქლოე მეორე ოთახში არ გავიდა ტანსაცმლის მოსაძებნად. ბიჭი ადგა და ამჯერად დაზარებით შევიდა სააბაზანოში. შემდეგ გამოვიდა, ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. კიბეზე შეიყინა, როცა გემრიელი საჭმლის სუნი ეცა. თვალები დაჭყიტა და სამზარეულოში ელვის სისწრაფით შევარდა.

-ქლოე საჭმელი!

-მზადდება საყვარელო.

-ძალიან მშია!

-მოიცადე კიდევ ცოტა ხანი. 

-მალე რაა.

გემრიელად ისაუზმეს, ნივთები აიღეს და გარეთ გავიდნენ. მანქანაში ჩასხდნენ და ქლოეს სახლისაკენ აიღეს გეზი. ქლოემ იცოდა, რომ მისი მშობლები სამსახურში იქნებოდნენ და არ მოუწევდა მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. 

Playboy •Onde histórias criam vida. Descubra agora