თავი 18

1.6K 89 32
                                    


/3 დღის შემდეგ/

-Chanyeol's POV-

თვალებს ფრთხილად ვახელ და რამდენჯერმე ვახამხამებ. ირგვლივ ყველაფერს თვალს ვავლებ და მზერას დედაჩემზე ვაჩერებ, რომელიც მამასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. მისი ნაზი ხელებით თმაზე მეფერება და მიღიმის:

-დღეს სახლში წაგიყვანთ.-მითხრა დედამ.

-მადლობა ღმერთს! აქ უკვე სული მეხუთება! სახლში მინდა!-პატარა ბავშვივით ავწუწუნდი.

-დროა ფეხზე ადგე.

საწოლზე წამოვჯექი, თავბრუ დამეხვა, მაგრამ მალე გამიარა. ჩუსტებში ფეხები შევაცურე და წამოვდექი. დედას ნაზად დავეყრდენი და პალატიდან გავედი.
კართან მამა იდგა. შორიდან გამიღიმა და მომეხვია.

-მიხარია შვილო ცოცხალს, რომ გხედავ.

-მეც მიხარია, რომ ცოცხალი ვარ.

-აწი ჭკვიანად იქნები!-მითხრა და ექიმს მიუბრუნდა.

დერეფანში ბავშვები დავინახე, რომლებიც ცივ იატაკზე ბომჟებივით ეყარნენ. გეგონება ამ საავადმყოფოში სკამი არ მოიძებნება.

-როგორც იქნაა! ჩვენი იოდააა!-იყვირეს ბიჭებმა და ხელები გაშალეს.

-გვიხარია შენი დანახვა ჩანიოლ!-მეკრიჭებოდა ქლოე და სემი.

-მეც მიხარია თქვენი ნახვა!

-რამე ხომ არ გტკივა?-მკითხა სემიმ და თავი ჩახარა.

-არა, ყველაფერი რიგზე მაქვს.-გავუღიმე. -ბავშვებო მადლობა, რომ ყველაზე მძიმე მომენტში ჩემთან იყავით!

-კარგი რააა, რას ლაპარაკობ საერთოდ?-ხელი ამიქნიეს ბავშვებმა. -შენი მეგობრები ვართ! შენ ასეთ დღეში იყავი, სახლში რა დამაჯენდა?!-დაამატა ჯონგინმა.

Playboy •Where stories live. Discover now