-ჩ-ჩანიოლ? -ძლივს ამოვღერღე და სეჰუნს მოვშორდი.-სამანტა აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-კბილებში გამოსცრა.
-მე და სეჰუნი...-დასრულება არ მაცადა.
-შენ და სეჰუნი რა? ერთად წევხართ?! რამდენი ხანია?!
-რაებს ბოდავ ჩანიოლ?-ჩხუბში სეჰუნი ჩაერთო.
-შენ საერთოდ რატომ ერევი?! შენ არ გელაპარაკები და მოკეტე!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ჩანი, რაზეც შევცბი.
-ტონს დაუწიე! საერთოდ რაში განაღვლებს მე და სემი ერთად რას გავაკეთებთ?! რა შენი ტრაკის საქმეა?! -გაბრაზდა ჰუნაც.
-მაკნე ენა ასე როდის წაიგდე? საკუთარი თავი აკონტროლე! და იცოდე ვის, როგორ უნდა ელაპარაკო!
-მეუბნება ტიპი, რომელიც კივილ-წივილით შემომივარდა სახლში და ჭკუას მარიგებს!
-სეჰუნ! უკვე ნერვებს მიშლი!
-კიდევ მე გიშლი?! როდის აქეთ ინტერესდები თუ ვინ და როდის მომყავს სახლში?! საერთოდ რატომ გადარდებს?! თუ გინდა, რომ გული ატკინო და მიატოვო?-ძარღვები დაეჭიმა სეჰუნს და სულმოუთქმელად აგრძელებდა ყვირილს.
-რა?! ჰაჰა დავიჯერო შენც იგივეს არ აპირებდი? -ამ სიტყვებმა გული ჩამწყვიტა და ავკანკალდი.
-თავს რის უფლებას აძლევთ?! მე თქვენი მარიონეტი არ ვარ! უბრალო ნაგვის გროვა ხართ ორივენი!
-სემი არა! ეგ არ მიგულისხმია!-თქვა სეჰუნმა.
-მე ეგ ვიგულისხმე.-ცივად მომიგდო სიტყვა და სეჰუნს მიუბრუნდა.
-როგორ ბედავ?!-ვუთხარი და წარბი ავუწიე.
ხელი მაჯაში ჩამავლო და მისკენ უხეშად მიმიზიდა:
-შემიძლია აქვე შეურაცხვყო შენი ღირსება, ამიტომ გაჩუმდი და წყნარად იდექი.
-ჩანიოლ! ზედმეტი მოგდის!
-შენ ნუ მასწავლი!
-ბოდიში მოუხადე! ახლავე!-მბრძანებლურად უთხრა სეჰუნმა.
-ო სეჰუნ, შენ ვერ მიმითითებ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთო. მბრძანებლობას მოეშვი, სანამ ეგ ლამაზი სახე არ დაგიჟეჟე!