თავი 12

1.5K 86 7
                                    

-ჩანიოლ! გამიშვი! პაკ ჩანიოლ! ახლავე ძირს დამსვი! - ვყვიროდი და ზურგზე ვურტყამდი ხელებს!

-შენ არ დაბრუნდი, ამიტომ მე მოგაკითხე სამანტა.

-სამანტას მხოლოდ დედა მეძახდა! მე სემი მქვია! ს-ე-მ-ი! ახლა კი დამსვი თ-თორემ...

-თორემ რა?

-არვიცი რას ვიზამ...

-...

-აქ რატომ მოხვედი? ხომ შეგეძლო იმ ვიღაც გოგოსთან დარჩენილიყავი?!

-არვიცი...მართლა...უ-უბრალოდ ის გავაკეთე რაც სწორად ჩავთვალე.- თქვა მისი ბოხი ხმით. როგორ მაგიჟებს!

-დამსვი! - უსიტყვოდ ჩამომსვა და წინ დამიდგა, თვალებში მიყურებდა. - მივხვდი, რომ ლოყები ამიწითლდა და ქვემოთ ჩავიხედე.

-უბრალო შეხედვაზეც კი წითლდები...რამდენი ხანია რაც... - წინადადების დასრულება არ ვაცადე და გაუზარებლად ვუთხარი:

-გშია? მამაჩემი შეფია და სახლში სულ კარგ რაღაცეებს ამზადებს. წამოხვალ ჩემთან? - როცა დავასრულე მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი და თვალები გამიფართოვდა. ჩანი დუმდა. -კარგი, დაივიწყე რაც გითხარი.

-არა, წამოვალ, სიამოვნებით წამოვალ. -თმა აიჩეჩა და გაიღიმა.

-Sammy's POV-

/1საათით ადრე/

იმ დღის შემდეგ ჩანის არ შევხმიანებივარ. სკოლაშიც არ ვიმჩნევდი მას. თქვენ არ იცით როგორ მიჭირდა მთელი დღეები მისი არსებობის დაიგნორება.

საღამოა, ქესი ჯონგინთანაა, ბარში მარტო მომიწევს გასვლა. შავი პერანგი, ჯინსები და მარტინსები ჩავიცვი, თვალის ლაინერიც წავისვი და წითელი ტუჩსაცხი. ჩანთა ავიღე და გავედი. როგორც ქესი, მეც ხშირად ვარ სახლში მარტო. უკვე გითხარით, რომ მამა შეფია და სამუშაოდან ძალიან გვიან ბრუნდება.

ფეხით გავედი მეტრომდე და უახლოეს გაჩერებაზე ჩამოვედი. ქუჩის კუთხეში ბარი იყო, იქ შევედი და დავჯექი. ხალხი ბლომად იყო, მაგრამ ნაცნობი არავინ. მარტინი შევუკვეთე და ხელი თავის ქვეშ ამოვიდე. ჩემი სასმელი დავლიე და მეორეს შეკვეთას ვაპირებდი, როცა ვიღაცამ მხარზე მომკიდა ხელი. უკან მივიხედე, ჩანი იყო. თავზარი დამეცა, უეჭველად გავწითლდი და თავი პომიდორივით გამისივდა.

Playboy •Where stories live. Discover now