თავი 10

1.6K 106 7
                                    



ასე ვეღარ გავძლებ, მის გარეშე ძალიან მიჭირს. ბურდღუნებს ბალიშში თავჩარგული ჯონგინი. მზის სხივები ჯერ მის ქერა თმას ხვდება, შემდეგ კი მის ზურგზე გადადის. უკვე რვა საათია, უნდა ადგეს და სკოლაში წავიდეს.

 ჯონგინი საწოლზე წამოჯდა და გაჯეჯილ თმაზე ხელი მოიკიდა. ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. მაისური გადაიძრო, ყველაფერი გაიხადა და ცხელი წყალი მოუშვა. 20წუთის შემდეგ წელზე პირსახოცშემოხვეული სააბაზანოდან გამოვიდა და სკოლის ფორმა ჩაიცვა. კიბეზე მშვიდად ჩავიდა, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა.

სკოლაში შესვლისთანავე გოგონები მას მიაშტერდნენ თან რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. არც გაკვეთილზე და  არც კაფეტერიაში დაუნახავს ქლოე და არც უცდია მისი მოძებნა. იცოდა, რომ მასთან საუბარს არ მოისურვებდა. სამეულმა სპორტზე ისევ წაიკინკლავა სკოლის ნაკრებთან, მაგრამ მასწავლებელმა ყველაფერი მოაგვარა.  გაკვეთილების შემდეგ ჯონგინმა, ჰუნამ და ჩანიმ სკოლის ეზო დაალაგეს. საქმე მოამთავრეს თუ არა სახლებში წავიდნენ. ჯონგინმა გადაწყვიტა ქლოესთან მისულიყო. გზად საჭმელი იყიდა და მისი სახლისკენ გაეშურა.

კარზე კაკუნია.

-ვინ არის?

-ჯონგინს ხმა არ ეცნო და აფორიაქდა.

კარი ლამაზმა, დახვეწილმა ქალბატონმა გააღო.

-გ-გამარჯობა, ქლოე სახლშია?

-ვინ კითხულობს?

-მ-მისი შეყვარებული ვარ.

-ჩემს ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს? - გაკვირვებულმა იკითხა.

-დედა ვინ არის?

-ძვირფასო რამდენი ხანი მიმალავდი?

-რას? - კიბეზე ჩამოვიდა ქლოე. ჯონგინი, რომ დაინახა ადგილზე გაიყინა.

-შემოდი, კარებში ნუ დგახარ. - შემოიპატიჟა მისის აკერმანმა.

Playboy •Where stories live. Discover now