-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მისტერ პაკ!-მითხრა გახარებულმა ქალმა და გამეკრიჭა.-რა დამემართა?-ვკითხე სუსტი ხმით და ჩემს სხეულს დავხედე.
-ავარიაში მოყევით. სატვირთომ დაგარტყათ. ვიცი ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შუა გზაზე რა ძალამ გაგაჩერათ, თან შუქნიშანიც მწვანედ ანათებდა.
-უბრალოდ ჩავფიქრდი ქალბატონო.
-რაზე? -იკითხა მან და მეც ვუპასუხე:
-გოგონაზე.
-იმედი მაქვს ის გოგო თქვენს სიცოცხლედ ღირს.
-ჰაჰა, ვფიქრობ ასეა. -გავუღიმე.
-რადგან გონს მოხვედით ღმერთის წყალობით, დასვენების საშუალებას მოგცემთ. თქვენი მეგობრები უკვე აქ არიან.
-Chloe's POV-
სეჰუნის მისაღებში ვისხედით და მშვიდად ვსაუბრობდით, როცა ჯონგინის ტელეფონმა დარეკა.
მობილურს დახედა, რამდენიმე წამით უყურებდა, უცხო ნომერი იყო. ბოლოს გადაწყვიტო აეღო და უპასუხა:-გისმენთ? დიახ. რა?! როდის?! ღმერთო ჩემო! როგორ არის?! ახლავე მოვალ!
პასუხებს აყრიდა და აყრიდა, არ ჩერდებოდა. ყველანი დავიძაბეთ და ავფორიაქდით.
-ჯონგინ რა ხდება?!-ვიკითხე ანერვიულებულმა.
თავიდან პასუხი არ გამცა, ხელები სახეზე აიფარა და ნერვიულობისგან რწევა დაიწყო.-ჯონგინ მაშინებ! რა ჯანდაბა ხდება?! -გავუმეორე.
-ჩ-ჩანიოლი....მ-მას სატვირთომ დაარტყა. -შიშისგან ხმა უკანკალებდა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს მენახა.
ამის გაგონებაზე სემი სავარძლიდან წამოხტა და ქურთუკს დაავლო ხელი.-სეჰუნ! ჯონგინს მიხედე! მე სემის გავყვები! -კარი გავიხურე და ლიფტთან მივედი. დაკავებული იყო. კიბეზე ჩავირბინე, მაგრამ სემის ვერ მივუსწარი. სადარბაზოდან გავედი და ქუჩაში სემი დავინახე, ავედევნე. სულ რაღაც ხუთი ნაბიჯი მაშორებდა. შუქნიშანი წითლად ანათებდა. სემი კი თავჩახრილი გაიქცა ზებრაზე. შუა გზაზე იდგა, როდესაც სიგნალის ხმა მომესმა და დავინახე, როგორ მიანათა დიდმა შუქმა მას....ავტობუსი მას ეჯახებოდა...მისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და ხელი მთელი ძალით ვკარი. ორივენი წავიქეცით, ავტობუსმაც დაატორმუზა. ცივ ასფალტზე ვიწექით და ვხედავდი, როგორ იკვალავდა შუბლიდან წამოსული სისხლი სემის სახეზე გზას. ხელებზე წამოვიწიე და შევაჯანჯღარე.