თავი 14

1.5K 91 8
                                    

-სემიიიი! რატომ გაშტერდიი?! პირსახოცით დიდხანს უნდა იდგე? წადი გამოიცვალე!- ქესის ხმამ გამომაფხიზლა. 

-ახლავე დავბრუნდები!

ზემოთ ავირბინე და სპორტულები გადავიცვი. 5წუთში კიბეზე სირბილით ჩავედი, ბავშვები მე მელოდებოდნენ. ეს რა საოცარი შეგრძნებაა! ვეუბნებოდი საკუთარ თავს. დედას გარდაცვალების შემდეგ დაბადების დღე არ გადამიხდია, არც სურვილი და არც ხალისი მქონდა, მაგრამ რომ გადამეხადა ვინ უნდა დამეპატიჟა? აქამდე ამდენი მეგობარი არ მყოლია, ნუ მე მეგონა ასე. 

-დროა სანთლები ჩააქრო და სურვილი ჩაიფიქრო იუბილარო! -გვერდით დამიდგა ჩანი და მითხრა. 

-აჰამ, დროა! -გავუღიმე. მაგიდისკენ წავედი, სადაც ტორტი იდ. უეცრად მოვტრიალდი და ჩანის ვუთხარი:
-მიხარია, რომ აქ ხარ. - მან კი გაიცინა და თმა აიჩეჩა. 

-3! 2! 1! შეუბერე! -ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ძალით შევუბერე თვრამეტივე სანთელს. 

თავი ავწიე და გავიკრიჭე, შემოვტრიალდი და ტორტის კრემი წამისვეს სახეზე. 

-კარგით რა, სერიოზულად?!-წუწუნი დავიწყე და სააბაზანოში გავედი. 

-გიხდება! -მომესმა ხმა უკნიდან, ვიღაც გულიანად ხარხარებდა. 

-ჩანიოლ, შენი დაცინვაღა მაკლდა. -ვუთხარი და მეც ავხარხარდი. ონკანი მოვუშვი და წყალი სახეზე შევისხი.

-ბავშვები უკვე მიდიან, იჩქარე და გააცილე.

-მოიცა, ასე მალე რატომ?-თვალები დავჭყიტე.

-საღამოსთვის მომზადება სჭირდებათ, თან გოგოების ამბავი ხომ იცი. -თქვა და თვალები გადაატრიალა.

-ნააჰ...-ამოვიხვნეშე და პირსახოცით სახე შევიმშრალე.

-სემიიიიი! იჩქარეეე! კაბები უნდა ვიყიდოთ! -კარებში მდგარ ჩანიოლს მხარი გაკრა და სააბაზანოში გიჟივით შემოვარდა.

-ქეეეს პირის დაბანა მაინც მაცადეეე! 

-ნუ წუწუნებ დროზე წავიდეთ! ჯონგინი და ჩანიოლი მოლში დაგვტოვებენ.

Playboy •Where stories live. Discover now