- აქ რატომ მომიყვანე?
ხელი სავარძელზე ჩამოდო და მანიშნა დავმჯდარიყავი.
- მომენატრე. - მითხრა მშვიდი ხმით.
- წადი შენი მარკ. რატომ მიმატოვე? იცი რა ცუდად ვიყავი?! - გავბრაზდი და ტონს ავუწიე.
- აქ ნუ ყვირი საყვარელო.
- როგორ ბედავ?!
- შენი დაბრუნება მინდა.
- რაა?
- მოდი შევრიგდეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.
- არ იქნება. შენ არ გინდა იმის აღიარება, რომ გეი ხარ. შენს ნაბიჭვარ გუნდელებში გამცვალე, ახლა კი მეუბნები ძველებურად იქნება ყველაფერიო. ჯანდაბამდეც გზა გქონია.
გაცეცხლებული გამოვვარდი იქედან და სახლში წავედი.
- მოვედი.
- ჰეი, გელოდებოდი.
- ქეს ხომ გითხარი ხვალ ვილაპარაკოთთქო.
- უბრალოდ მაინტერესებდა ხომ კარგად იყავი. თუ გინდა წავალ.
- არა დარჩი.
სავარძელზე დავსხედით, თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიხვნეშე.
ჯანდაბა უნდა ვთქვა.
- ქეს...იმედი მაქვს ახლა რასაც გეტყვი ჩვენს მეგობრობას არ დაანგრევს.
- ლუკას მაშინებ! რახდება?!
- მითხარიი!
- რაც არუნდა იყოს მე შენს გვერდით ვარ.
- არვიცი...საიდან დავიწყო.
- წყალს მოგიტან.
- გეი ვარ.
ქესისკენ გახედვა არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ზიზღის თვალებით მიყურებდა. ბოლოს თავი მაინც ავწიე და მას გავხედე...
ის მიღიმოდა...
- ეს ხომ არაფერს შეცვლის? - აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- რათქმაუნდა არა! შენ ხომ ჩემი ძმა ხარ. - მოიწია და გადამეხვია.
- მადლობა.
- ესეიგი მარკი შენი ყოფილია?
- კი.
- ერთმანეთი სად გაიცანით?
- შარშან წვეულებაზე. თავიდან კარგი პიროვნება ჩანდა, მაგრამ ლაჩარი აღმოჩნდა.
- რა მოხდა?
- მისმა ფეხბურთის გუნდელებმა შემოგვისწრეს ოთახში. მან ყველაფერი უარყო და მე გადმომაბრალა.
- ნაბიჭვარი.
- ახლა კი შერიგებას მთხოვს.
მე და ქლოემ კარგა ხანს ვისაუბრეთ. როგორც კი ის წავიდა მაშინვე დასაძინებლად ავედი.-Chloe's POV-
- დედა?! მამა?!დავბრუნდი. როგორც ჩანს სახლში არავინაა. ოთახში ავედი და ლეპტოპი გავხსენი. ისევ მეგობრობის შემოთავაზება მქონდა, ვიღაც Maria Chun- ისაგან, მასაც დავუდასტურე.
Maria Chun: გამარჯობა ქლოე.
Chloe Ackerman: ვინ ხარ?
Maria Chun: ჯონგინის ყოფილი საცოლე.
ამ მესიჯის წაკითხვის შემდეგ სახე წამეშალა, გულმა უაზროდ სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
Chloe Ackerman: შენ რატომ უნდა დაგიჯერო?
Maria Chun: თუ გინდა ნუ დამიჯერებ. მე არ გატყუებ. მე და ჯონგინი ერთად რამდენიმე წელი ვიყავით. შემდეგ დავორსულდი, მან და მისმა ოჯახმა კი აბორტის ფული გადაიხადეს და სახლიდან გამომაგდეს.
Chloe Ackerman: ასეთი ტყუილი რაში გჭირდება?! ამას რატომ მეუბნები?! რატომ მატყუებ?!
Maria Chun: მე უკვე გითხარი, რომ შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა. ვფიქრობ იცი, რომ ჯონგინი სანდო არ არის და მან სიყვარული არ იცის. თუ სურვილი გაქვს შევხვდეთ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვები.
Chloe Ackerman: სად და როდის?
Maria Chun: მისამართს მოგწერ.