თავი 13

1.4K 87 11
                                    

-Chloe's POV-

ღვინის ჭიქები ავიღე და მისაღებისკენ გავეშურე, მაგრამ ის იქ არ დამხვდა. კარის ხმა მომესმა და შემოსასვლელში გავედი. ჭიქა გამივარდა და ხმაურიანად დაეცა, რაზეც ორივემ გამომხედა. ეს აქ რას აკეთებს?! კარგით რა! რატომ მაინცდამაინც ახლა! შიშისგან ვკანკალებდი,გული მიმდიოდა და ფეხზე ძლივს ვიდექი. ყველაფერ ცუდზე ვფიქრობდი, რაც შეიძლებოდა მას ჩემთვის ეთქვა. მაგალითად ის, თუ როგორ გავუცრუე იმედები, როგორ არ მოელოდა ამას ჩემგან. შეიძლებოდა ჯონგინი ვეღარასდროს მენახა და ვეღარასდროს მეგრძნო მისი მკვრივი მკლავები ჩემს ირგვლივ. აიიშ! რა იქნება ახლა? თავი ხელში უნდა ავიყვანო და გაბედულად მოვიქცე. ღრმად ჩავისუნთქე, ზურგში გავიმართე და მტკიცე ხმით ვუთხარი:

-მამა ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ!

-ქლოე?! -ისეთი ბოხი ხმა აქვს , ვერ გავიგე გაბრაზდა თუ არა. შეყვარებული პირველად მყავს და პირველი შემთხვევაა, როცა სახლში ბიჭი მომყავს და  თან ჩემი მშობელი მას წელს ზემოთ შიშველს ხედავს. 

-მამა არ მეგონა ასე ადრეანად თუ მოხვიდოდი.

-ჰო, პაციენტმა 6საათით ადრე იმშობიარა. -მითხრა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, ჯონგინს ათვალიერებდა.

-მამა! ყველაფერს აგიხსნი!

-საჭირო არ არის, ყველაფერი ნათელია. -მითხრა მშვიდი ხმით, მაგრამ მაინც ვერ ვაცნობიერებ მის რეაქციას, არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს...აიშ! მამა!

-მისტერ აკერმან?! -საუბარში ჯონგინი ჩაგვეჭრა, რომელიც კართან იდგა, მამასა და ჩემს შორის.

-მისტერ?... თქვენი სახელი თუ შეიძლება? -ჰკითხა მამამ.

-კიმ ჯონგინი, სერ.

-ბატონო ჯონგინ, შეგიძლიათ ამიხსნათ ჩემს სახლში, ამ დროს, თან ასეთ მდგომარეობაში რას აკეთებთ? -უთხრა და შიშველ სხეულზე მიუთითა.

-მგონი, სჯობს დავსხდეთ და ყველაფერი აგიხსნათ. -მიუგო ჯონგინმა და მისაღებში შესვლისთანავე მაისური გადაიცვა. მამა ჩვენს წინ დაჯდა და მწველი მზერით მოგვაჩერდა.

Playboy •Where stories live. Discover now