თავი 2

2.7K 187 10
                                    

-რაღაც პრობლემა მაქვს. - მიპასუხა ჯონგინმა.
-გისმენ.
-ვიცი, რომ ეუნას იცნობ, მასთან ტელეფონი დამრჩა და შეგიძლია დაურეკო?
-თავად რატომ არ შეხვალ მასთან სახლში?
-კარს არავინ აღებს, ამიტომ მოვედი შენთან. -მიპასუხა და ამათვალიერა, თან ტუჩზე იკბინა.
-ვერ დაგეხმარები.- მივუგე მას და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
შემდეგ ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, როგორ ჩაჯდა ჯონგინი მანქანაში და გიჟივით გავარდა, ნამდვილად გაბრაზებული იყო.

მომდევნო დილით სემიმ მანქანით გამომიარა და სკოლაში წავედით.
უკვე მანქანა უნდა გაეჩერებინა, მაგრამ ამის მაგივრად ჩანიოლის მანქანას დაეჯახა.
-სემიიი რას აკეთეებ?! დაბრმავდი?!- ვუყვირე მას.
-ეს რა გავაკეთე?!- შეშლილივით ახარხარდა.-სასაცილოდ გვაქვს საქმე. -ვუთხარი და თავი უკან გადავაგდე.
-თქვენ რა სულ გააფრინეთ?!- გადარეულივით გამოვარდა ჩანიოლი, მის უკან ჯონგინი მოდიოდა.
სემიმ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიდან გადავიდა.
-ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს ხო?- მშვიდი ხმით მიუგო მან გააფთრებულ ჩანიოლს.
-ამ მანქანას ბოდიში უშველის?
-შემიძლია ფული მოგცე.
-არ მჭირდება შენი ფული. - უტეხად უთხრა ჩანიოლმა.
-მაშინ ნახვამდის.
-თავი ვინ გგონია? ამას არ შეგარჩენ გოგო!- ყვიროდა ჩანი და თანდათან უახლოვდებოდა სემის.
მე უხმოდ ვიჯექი მანქანაში და მათ ვუსმენდი. უეცრად ჯონგინი მანქანაში ჩამიჯდა.
-უკარება გოგოს როლს თამაშობ?
-რა?
-რაც გაიგე. -ისევ ამათვალიერა.
-გუშინდელის გამო ბოდიშს არ მოვიხდი.
-არადა ურიგო არ იქნებოდა. - ეშმაკურად გამიღიმა.- ჩემს გადამტერებას არ გირჩევ.
-ჰაჰა შემეშინდა. -ირონიულად გავიცინე.
ჯონგინი მანქანიდან გადავიდა, ჩანის ხელი ჩაავლო და შენობაში შეიყვანა.
მე და სემიმ მანქანა გადავაყენეთ და გადმოვედით.
-კარგად ხარ? - ვკითხე მას.
-რათქმაუნდა, ყველაფერი რიგზეა.-ოდნავ მისუსტებული ხმით მიპასუხა.
გაკვეთილების შემდეგ სახლში წავედი. ტროტუარზე მივდიოდი, როცა უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა.
-აზრი ხომ არ შეგიცვლია?
-რა გინდა ჯონგინ?-დაღლილი ხმით ვუპასუხე.
-შენ და შენ მეგობარს ზედმეტი მოგდით.
-მართლა? -გავიცინე.
-შენი სახელი შემახსენე...
-წადი შენი ჯონგინ.
ჯონგინმა ხელი მაჯაში ჩამავლო და ძლიერად მომიჭირა.
-ჩემ გაბრაზებას ნუ ცდილობ, იცოდე ამას არ გაპატიებ, მწარედ გაზღვევინებ.
ხელი გამიშვა და მანქანაში ჩაჯდა.
კანკალმა ამიტანა და ფეხს ავუჩქარე. სახლში მისვლისას გული ამოვარდნაზე მქონდა, შემაშინა იმ ნაბიჭვარმა.

Playboy •Where stories live. Discover now