No more dreams

922 54 5
                                    

დიდ საკლასო ოთახში სამარისებური სიჩუმეა. არავინ და არაფერი ინძრევა. ყველაფრის ეპიცენტრში ერთი პატარა, 10წელს მიტანებული, ყავისფერთმიანი ბიჭუნაა. ყველა მის გარშემო შემოკრბილა და ელოდებიან რა მოხდება. აქეთ-იქით ისმის ჩურჩული, ზოგს კი თვალები ასცრემლიანებია. საოცარია, ბიჭი არ ინძრევა და ისე იყურება დაფისკენ თითქოს რაღაც საინტერესო ფილმი გადის და არ უნდა გამოტოვოს. ასე გადის წუთები, საათები. ნელ-ნელა საკლასო ოთახი იზრდება და იწელება, ბიჭი იცვლება და მოზარდს ემსგავსება. ახლა მის გარშემო ხალხის მაგივრად, დიდი, უსახური არსებები შემოკრებილან. წინანდლისგან განსხვავებით ბიჭს სუნთქვა ეკვრის. მიუხედავად იმისა რომ ოთახი კი არ ვიწროვდება არამედ იზრდება გრძნობს, ჟანგბადი მალე გამოილევა. ცივი ოფლი ასხავს და ეღვიძება....

ღამის სიჩუმეს კოშმარიდან გამოღვიძებული ადამიანის ხმა ბასრი დანასავით კვეთს. საწოლზე აცრემლებული თვალებით და ოფლიანი ხელისგულებით ჯდება და ცდილობს სული მოითქვას. რა იყო ეს? აქ ჩამოსვლის მერე ყველაფერი გართულდა. ნეტავ რატომ ჩამოვიდა ამ დაწყევლილ, ღვთისგან მოვიწყებულ, ადგილას?

ნეტავ უკან დაბრუნება შეეძლოს...მაშინ ვერაფერს გრძნობდა.

-----------

-ო სეჰუნ, გაიღვიძე!

ოთახს სიცილის ხმა ავსებს როდესაც დასიებული სახით, აწეწილი თმითა და მთქნარებით ეღვიძება შენიშვნის ობიექტს.

-ჰა..რა?

სეჰუნს ახსენდება რომ წინა გაკვეთილზე ჩაეძინა...მმმ თუ არ ცდება მათემატიკაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მის წინ მისის ლი ჰე ჯი დგას ფიზიკის გაკვეთილზე უნდა იყოს. მოიცა, რაღაც დაიკარგა მათემატიკის მერე ფიზიკა არ აქვთ ხოლმე...ანუ რა გამოდის გეოგრაფიაც გამოტოვა? ჯანდაბა! არადა მოსმენა უნდოდა.

-იმედია კარგად გამოიძინეთ

ამბობს შეურაწყოფილი ლი ჰე ჯი

Love will find you (Completed)Where stories live. Discover now