ჯონგინს დილით ადრე გაეღვიძა, ისე როგორც სჩვეოდა. ჯერ მზის სხივებს არ ჰქონდათ შემოღწეული ოთახში და ქუჩები კვლავაც მთვლემარე სახლებს მოეცვათ. მისთვის ყოველი დღე ერთნაირი იყო მას შემდეგ რაც მისი პირველი სიყვარული, კიონსუ, დაკარგა. მერე ის ბიჭი გამოჩნდა, ბიჭი რომელიც მაშინაც კი სევდიანი იყო როცა იღიმიოდა. გრძნობები ნელ-ნელა გაუღრმავდა თუმცა იმის მაგივრად, რომ ეთქვა ყველაფერი რასაც გრძნობდა, ხელები მაგრად შემოეხვია და არ გაეშვა ეჩხუბა, უყვირა და მისი ღირსება ფეხქვეშ გათელა. რატომ? მისი გრძნობები ნამდვილი იყო მაგრამ თვითონ იყო გაუხეშებული. როცა ვინმეს ეჩვევი და მას კარგავ ყველაფერი თავისით ხდება ადამიანების მიმართ ნდობა გეკარგება, უხეშად იქცევი, სახეზე უფრო მეტი სარკაზმი და ირონია გეტყობა ვიდრე გულწრფელი ღიმილი, ცდილობ სხვებს შენი თავის ყველაზე ცუდი ვერსია აჩვენო, რომ სხვას არაფერს მოელოდნენ და ამგვარად არავინ ცდილობს ახლოს მოვიდეს და შენც ეგოისტურად აგრძელებ ამ თავდაცვით მექანიზმით ხალხის თავიდან ჩამოშორებას.
მაგრამ არსებობდა სეჰუნში ის რაც ჯონგინს თავს აკარგვინებდა. რამდენჯერაც ეგონა, რომ აი, ახლა ,საბოლოოდ, მოვიშორებ თავიდანო იმდენჯერ ეცხადებოდა სიზმრებში, სიზმრებში სადაც წესით კიონსუ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ექცეოდა ნაგავივით არ უნდოდა თავს გამოსტყდომოდა, რომ სეჰუნმა მოახერხა და კიონსუს ადგილი დაიკავა.
სახლი ისეთივე ცარიელია როგორც ყოველთვის, მას შემდეგ რაც „ის" გარდაიცვალა. თუმცა ჯონგინს უნდა, რომ სახლს სეჰუნის სიცილი ავსებდეს. ახლა უკვე იცის, კიონსუ საბოლოოდ გაუშვა. რამდენი წელი დასჭირდა? რამდენი ცრემლი? რამდენი უძილო ღამე, ბედნიერი მოგონება რომელიც ტკივილს აყენებდა?
სამზარეულოში შესულს ახსენდება როგორ ტრიალებდა წინსაფარაკრული, სერიოზულგამომეტყველებიანი ბიჭი რომელიც მთელი ძალით ცდილობდა საჭმელი გემრიელი გამოსულიყო. მის წინ მათი ბიჭი იჯდა რომელიც გემრიელად შეექცეოდა ფორთოხლის წვენს და საყვარლად იღიმოდა.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...