ჯერ კიდევ ტყვიის გასროლის ექოთი იყო მოცეული გარემო ამ ხმას კიდევ ერთი რომ მიემატა რამაც ახალი სხეულის დავარდნა გამოიწვია მიწაზე. ხალხი ჯერ შოკირებული გაშეშდა თავის ადგილას, თითქოს ვიღაცამ უბრძანა ფეხი არ მოეცვალათ, შემდეგ კი უმისამართოდ დაიწყეს სირბილი, რომ არა პოლიცია, რომელიც ჯუნმიონის გეგმის გამო იყო მობილიზებული, ერთმანეთსაც გადათელავდნენ. ბროს რამდენიმე ადამიანი გამოეყო რომლებიც ჯუნმიონის მეთაურობით გარემოს შესამოწმებლად და დამნაშავეების დასაჭერად წავიდნენ. მათ დანამდვილებით იცოდნენ რომ გარდა იქ ჩასაფრებული და აწ უკვე მკვდარი სხეულისა, ბანდის სხვა წევრებიც ახლო მახლო იყვნენ. ჯუნმიონი არ მოელოდა ამას. იცოდნენ, რომ ცუდი და დიდი რამ იყო დაგეგმილი მაგრამ პირდაპირ თავდასხმაზე ასე ღიად გადმოსვლას არავინ ელოდა.
სისხლის გუბე კვლავ იზრდებოდა. რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ თბილი, სიცოცხლით აღსავსე და საცეკვაო მოედანზე მოცეკვავე სხეული სისხლის დაკარგვასთან ერთად კიდევ უფრო ცივდებდა.
-სასწრაფოს გამოუძახეთ! გთხოვთ! სწრაფად!
ღრიალებდა სხეულთან ერთად დაბლა მჯდომი ჯონგინი. ხელები მთლიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი. სეჰუნიც, ჯერ კიდევ შოკში მყოფი, ბალახზე იჯდა და შოკისგან კანკალებდა.
-ჩენ არა! არა! არა! არა! გთხოვ! ეს...არა!
ყვირილს არ წყვეტდა შიუმინი რომელიც ჯონგინის მკლავებში მოთავსებულ ჩენს დაჰყურებდა. მხედველობა ცრემლებისგან დაბუნდვროდა.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წყვილი ბედნიერად ცეკვავდა. სროლის მომეტში ჯონგდეც მათ გვერდით იდგა. მან მოახერხა და სეჰუნს ხელი მანამდე კრა სანამ ტყვია რამეს დაუშავებდა მაგრამ თვითონ ვერ მოასწრო ტყვიას მოშორებოდა.
-ჩენ შემომხედე, ჩენ დარჩი
ჩენი ცას აჰყურებდა და ახლა უკვე ძლივს შესამჩნევად იღიმიოდა
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...