Untitled Part 9

342 39 4
                                    


ცხვირში ზედმეტად ნაცნობმა სუნმა მომიღიტინა, თან გაბრაზებული ვიყავი და მინდოდა ვინმესთვის მეყვირა, ამიტომ ზემოთ ავიხედე და მის გაბრაზებულ თვალებს წავაწყდი რომელიც უკამყოფილოდ მიყურებდა.

-ისევ შენ?

-როგორც ჩანს,შენ, ჩემი ცუდი იღბალი ხარ. მუდამ თან დამდევ

-მე დაგდევ? ჰმ, არც კი იოცნებო. იქნებ შენ ხარ ის ვინც დამდევს? ჯერ ლამის მანქანით გამიტანე ახლა კი შემეჯახე. ისე წინ რატო არ იყურები?

მინდოდა ჩემი წამიერი უყურადღებობა მისთვის დამებრალებინა მაგრამ არ გამომივიდა. უცნობი თავიდან ფეხებამდე მათვარიელებს. თვალებში სხივი უკრთება, ის სხივი მაშინ, რომ უკრთებათ როცა ვინმეს იცნობენ. დავიჯერო მიცნობს? რაღაც ეჭვი მეპარება. ტონი წამებში ეცვლება. ეს ხმა არ მეცნობა თითქოს სულ სხვა ადამიანს ეკუთვნის.

-ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლამაზო

-რა არ....ლამაზო? მენტალურად კარგად ხარ?

-კი, რამდენადაც შესაძლებელია. უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე

- იცი რა? ასე უბრალოდ მომშორდი და ეცადე ცხოვრებაში მეორედ არ გადამეყარო

-მე კი ვეცდები მარამ რამდენად გამომივა ეგ არ ვიცი

კაფეს ტოვებს. რამდენად გამოუვა? რას გულისხმობს? ეჰ ჩემი ნამცხვრები იმ უცნობის მაღლითაზე შეიზილა. მადა მეკარგება ამიტომ სახლისკენ ვიღებ გეზს.

საწოლზე თავით ვეშვები. ჩემი მოსვლა ჩანიოლს არ გამოჰპარვია ამიტომ წუთებში შემრბის ჩემს ოთახში თავიზი უაზროდ გაკრეჭილი სახით. ნეტავ რა მოხდებოდა ამ სახეს ჩემს ცხოვრებაში რომ არ ეარსება? ნეტავ რა მოხდებოდა ამ დებილ არსებოას სულ მისი მხარე, რომ არ დაეჭირა? რა იდიოტობაზე ფიქრობ სეჰუნ!

-რა გჭირს?

-ბატარია დამიჯდა გადი, მეძინება

Love will find you (Completed)Where stories live. Discover now