მზე ყველას ერთნაირად ათბობს, ის ყველას ერთნაირად ექცევა

268 25 7
                                    


-ეგ მასე არ უნდა გაიკეთო

უკვე დაღლილი შეჰყურებს, ოთახის ბოლოს, მდგარი სხეული სარკესთან მდგომ, მაღალ, ბიჭს რომელიც აგერ უკვე ნახევარი საათია, უშედეგოდ, ცდილობს ჰალსტუხის შეკვრას.

-აიშ, მაგიჯებ

სწრაფი ნაბიჯით ფარავს მათ შორის არსებულ სივრცეს და დაბნეული ბიჭის წინ ისვეტება. ბექჰიონი სხარტი ხელის მოძრაობით კრავს ჰალსტუხს და დიდი მონდომებით ასწორებს რათა სრულყოფილად გამოიყურებოდეს.

-ესეც ასე, რა იყო ასეთი რთული?

-ეგ შენთვის

პასუხობს ლამის ყურებამდე გაღიმებული ბიჭი, ოცდათორმეტივე კბილი, ლამის საღეჭიც კი, ხელისგულივით მოუჩანს.

-ნუ ხარ ასეთი საყვარელი

ლოყაზე ჩქმენტს და თავს სარკისკენ აბრუნებს საიდანაც ისევ „დამბოს" ღიმილიანი ჩანიოლი მოჩანს

-აჰ, მაბნევ

ეცინება ბექჰიონსაც

-კარგი, შენ რა ასე, სახლის ტანსაცმლით, აპირებ წამოსვლას?

-გადი, მეც გამოვიცვლი

-მინდა რომ დავრჩე და გიყურო

-თუ გინდა რომ გავიხადო უბრალოდ მითხარი. თუმცა მარტო გახდას არ დავჯერდები და დავაგვიანებთ

ბექჰიონი კარებიდან ტენის ჩანიოლს და ტანსაცმლის შერჩევას იწყებს. არჩევანს შავ, კლასიკურ შარვალსა და თეთრ, თითქმის გამჭირვალე, პერანგზე აჩერებს

-შესანიშანავად გამოიყურები, როგორც ყოველთვის

ჩანიოლი მოხიბლული შეჰყურებს მის რჩეულს, მისი ცხოვრების სიყვარულს. ბექჰიონი მომაჯადოვებლად იღიმის და ჩანიოლს ჰგონია რომ სადაცაა წაიქცევა, მუხლებში სისუსტეს გრძნობს. ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია იმ ფაქტს რომ ეს მშვენიერი ადამიანობის საწყისი მას ეკუთვნის. ნამდვილი სიყვარული ასეთია. რამდენი დღეს, კვირა, თვე და წელიც არ უნდა გავიდეს მისი დანახვისას კვლავ ისეთ სისუსტეს გრძნობ მუხლებში, როცა მაშინ პირველად, რომ დაინახე. ადრე ჩანიოლი უპასუხისმგებლო, ანცი ბავშვი იყო რომელიც სახეზე ფართო ღიმილს იკრავდა რათა ტკივილი დაემალა. ეს ხერხი ჭრიდა, ყოველთვის უნდოდათ ამ „უდარდელი" ადამიანის გვერდით ყოფნა. ამას დამატებული დირექტორის შვილობა და ყველასთვის, საინტერესო, სამიზნე ხდებოდა. მიუხედავად ამდენი ხალხისა, რომელიც გარშემორტყმოდა, თავს ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა მანამდე სანამ ბექჰიონს შეხვდებოდა. ბექჰიონამდე ჩანიოლი შეშინებული ბავშვი იყო, ბავშვი რომელსაც ეშინოდა, მის ტკივილზე გაიგებდნენ და დასცინებდნენ. ბექჰიონამდე ჩანიოლი არაფერი იყო, გარდა დაკარგული სულისა.

Love will find you (Completed)Where stories live. Discover now