გთხოვთ კითხვის დროს მოუსმინეთ <3
დიდი, თეთრი სახლი იმაზე ცარიელია ვიდრე ოდესმე ყოფილა. თეთრ კედლებზე უამრავი ნახატი კიდია, ავეჯი და სხვადასვა ნივთები, სუვენირები, ის ყველაფერი რაც სახლს სჭირდება ყველაფერი აქ არის გარდა ერთისა, ოჯახისა.
ჩანიოლი დილიდანვე გავიდა სახლიდან მაგრამ სეჰუნი კვლავ საწოლზე მისვენებულიყო. იცის, რომ უკვე დიდი ხანია გათენდა მაგრამ ადგომა არ უნდა. ნეტავ რა მოხდება თუ მთელი დღე არ გამოჩნდება? მოძებნიან? ყველა რატომ პოულობს საკუთარ წილ ბედნიერებას და სეჰუნი რატომ რჩება ყოველთვის თამაშგარეთ? ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს რაღაც თამაშში, სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩაება მაგრამ წესების კითხვა დაავიწყდა და არც არავინ შეწუხდა აეხსნა. ამ შემთხვევაში მას ინსტრუქცია სჭირდება, ინსტუქცია იმისა თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას.
ფაქტი ერთია, ბედნიერებას მთელი დღე საწოლში წოლით და თვითგვემით ვერ მიაღწევ. საწოლზე მწოლიარე სხეულს უკვე გვიანი შუადღისთვის მოსწყინდა ასე ყოფნა ამიტომ გარეთ გასვლა გადაწყვიტა. პარკში გავიდა რადგან ამ დროისთვის ბავშვები იქნებოდნენ იქ მშობლებთან ერთად. მას უყვარს მორბენალი, მოკისკისე ბავშვების და ჩასაფრებული, მუდამ დაძაბული და მომღიმარი მშობლების ყურება რომლებიც სულ თან დასდევენ თავიანთ პატარებს.
გარეთ საკმაოდ ცივა. არცაა გასაკვირი, ეს ხომ სეულია. ყავისფერთმიანი ბიჭის სხეული მთლიანად კანკალებს მიუხედავად იმისა, რომ ყელიანი მაღლითა და თბილი პალტო აცვია. ადგილს ერთ-ერთ სკამზე პოულობს საიდანაც ტითქმის ყველაფრის დანახვაა შესაძლებელია. სათამაშო მოედანი სავსეა ჩაფუთნული ბავშვებით. ზოგი სასრიალოდან ეშვება და ზოგიც საქანელაზე კატაობს. სიცივისგან გამოწვეულ უკმაყოფილებას ყველა მშობლის სახეზე შეატყობთ მაგრამ რაც მთავარია ბავშვები ბედნიერები არიან. სეჰუნის ყურთასმენას ბავშვის ტირილი წვდება. თავს ხმის მიმართულებით ატრიალებს და ბუნჩულა, ყავისფერთმიან ბავშვს ხედავს რომელიც მიწაზე ზის და შეუჩერებლად ტირის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მის გარსემო არავინაა. სეჰუნი თავს ვალდებულად თვლის მას მიხედოს ამიტომ სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება მიწაზე მჯდომ პატარა, გათოშილ სხეულს და მის სიმაღლეზე იხრება.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...