ნუთუ ჩამეძინა? თვალებს ნელა ვახელ იმის იმედით, რომ ყველაფერი დამესიზმრა და სულ მალე მზის მწველი სხივები შემაწუხებენ. თუმცა, ხომ იცით, სამყარო ოცნებების ამხდენი ქარხანა არაა და მეც, ჩემივე ოთახში, ორი წყვილი თვალის შეწუხებულ გამომეტყველებას ვიჭერ.
-რა ხდება?
-უჰ, შეგვაშინე ძმაო.თავისი ჩვეული დამბოს ღიმილით იღიმის ჩანიოლი თუმცა მისი თვალებიდან სერიოზული წუხილი ჩანს. მის გვერდით შეშფოთებული სუჰო ზის.
სუჰო ბიძაჩემია მაგრამ მას როგორც ბატონ სკოლის დირექტორს და ჩვენი, ყველაზე თავხედი ბიჭების, მამის სახელით იცნობენ.
-რა დამემარათა?
სრული სიჩუმე. სიტუაციის განმუხტვას თავის თავზე მისტერ „თეთრი კბილები" იღებს.
-მოკლედ გული გამიხექე რა,-ჰა-ჰა, უადგლოდ აკვეხებს სიცილს და სუჰოსკენ აპარებს თვალს- ოთახში ტელეფონი დამრჩა, რომ შემოვედი უგონოდ იწექი ტელევიზორთან, დივანზე. თავიდან მეგონა გეძინა ამიტომ არაფერი გავაკეთე. ასე არ გეძინება ხოლმე მაგრამ მაინც- თავს ნერვულად იფხანს და წარბშეყრილ სუჰოს გაჰყურებს- მაგრამ როცა დავბრუნდი იგივე სიტუაცია დამხვდა. აი, მაშინ ძაან დავფრთხი დავიფიცებ გულიც გამიჩერდა.
-აჰ
მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ. სუჰო ისე დგება სკამიდან თითქოს ასე უბრძანესო და ოთახიდან გადის. ვერაფერი გავიგე ამ კაცის!
-ბოდიში
-ჰა? რისთვის?
ჩანის სისულელზე მეღიმება
-ყრადღება რომ ვერ მოგაქციე
-მეც იგივე მეგონებოდა
რა ვქნა ამ დამბოსთან ღიმილს ვერ ვიკავებ.
-დაისვენე.
ისიც ოთახიდან გადის. ცოტა ხანში აქ ყოფნა მწყინდება და ტელევიზორის საყურებლად ჩადივარ თუმცა სუჰოს ხმამაღალი საუბარი მესმის და ამ ხმისკენ მივიკვლევ გზას. არასდროს მომსიმენია მისი ასეთი ტონით წარმოთქმული არცერთი სიტყვა და მინდა ვთქვა, რომ შემზარავი იყო.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Фанфикოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...