-სეჰუნ გაიღვიძე! ადე, ად შენ წოლა არ გიხდებაა
დამჭყივის გიგანტი და შემიძლია დავიფიცო სხვა არაფერი მინდა მისი სიკვდილის გარდა.
-გაეთრიე
-ნწ, არა!
კმაყოფილი გამომეტყველებით მიღიმის ჩანიოლი
-რა გინდა? ჩემი სიცოცხლის გამწარების გარდა საქმე არ გაქვს?
-არა
მისი ეს საქციელი შესაძლოა მზრუნველი ძმის საქციელად აღიქვათ თუ იმ ფაქტს გამოვტოვებთ რომ დღეს შაბათია და ჯერ მხოლოდ 8 საათი.
-მოდი აქ
სხარტად ვქაჩავ ხელს მაჯაზე და საწოლზე ვაგდებ, ზევიდან ვაჯდები და მანამდე ვუღუტუნებ სანამ არაქათი არ ეცლება.
-კარგი გაჩერდი
-ხოდა ეგრე, ამის მერე აღარ გამაღვიძო
მისკენ ახლოს ვიხრები და ყურში ვუჩურჩულებ
-თორემ რას იზავ?
-დაგსჯი!
ამ სიტყვების მერე ჩანი შოკშია და დებლივით მიყურებს.მერე კი ვამჩნევ რომ ცოტაც და ტირილს დაიწყებს
-ხო კაი მოდი ჩაგეხუტო
-კიდე რა გინდა
სწრაფად მიძვრება ხელიდან და მე ბალიშს ვეხუტები
-ხოდა ეგრე თუ არ გინდა არ გეხვეწები. ჩემსა და ბალიშს შორის ვერავინ ჩადგება
-კი, აბა რა
-აწიე ტრაკი და წამო ვჭამოთ
-მომისმინე შე ჯაიანთ არსებავ ჯერ რადროს ჭამაა?
-მოვიწყინე რაა...
ლეკვის თვალებით შემომყურებს და მეც მეცოდება. უფფ რატომ ვარ ასეთი ადვილი დასაყოლიებელი.
-რა გაქვს დაგეგმილი
-რა და გართობა
-ანუუ...
-წამოდი რამეს ვუყუროთ ან თამაშები ვითამაშოთ
ერთ საათში უკვე მთლიანად გამოფხიზლებული ვზივარ ტელევიზორის წინ და რაღაც ფილმს ვუყურებთ საიდანაც ჯერ აზრი ვერ გამომიტანია.
-ანუ ამ გოგომ იმიტომ დათმო თავისი ოცნებები,რომ იმ ბიჭთან ყოფილიყო? და სადაა ლოგიკა?
- ჰიუნგ, არაფერი გესმის
-და მაინც რა არ მესმის ისეთი რაც შენ გესმის?
-მისმინე ამ ფილმის მთავარ აზრი: ზოგჯერ სიყვარული ყველაზე დიდ ოცნებებზე გათქმევინებს უარს.მაგარამ ამას არ ნანობ რადგან სიყვარულს სისულელეების კეთების უფლება უნდა მისცე. ესაა ცხოვრება, ესაა ბედნიერება.
როდის გაიზარდა ასე? რატომ ვერ შევამჩნიე? რატომ არასდროს მიგვრძნა ის რასაც აღწერს? ნაჰ, ვის აინტერესებეს? მე ასეც კარგად ვარ.
-წავედი ჰიუნგ, ბექჰიონთან ერთად გავდივარ
მისი ლოყები წითლად იფკალება.
-და ეგ წითელი კვალი ლოყებზე რას მივაწერო?
-რ-რა წითელი კვალი? დაივიწყე.
ოთახიდან სინათლის სისწრფით გარბის.
-ბავშვი
მის საქციელზე მეცინება. მისი წასვლის მერე სიცარიელეს ვგრძნობ.
არ ვიცი რით ავხსნა ის ფაქტი რომ მარტო ვარ. თითქოს ჩემს გარშემო ჩემნაირად არავინ ფიქრობს ან არავის ვადარდებ. ნუთუ ყველაფერი მხოლოდ კარგ შესახედაობას მოაქვს?
ოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გარეშე ან სიბნელე სინათლის გარეშე. თუმცა მე ყველაფერი უკუღმა მაქვს. ვგრძნობ რომ სიბნელე ვარ სინათლის გარეშე, მაშასადამე, სამყაროს კანონებს ვარღვევ. რა გამოდის? სამყაროს შეცდომად ვითვლები. გარშემო არსებული სიცარიელე მაიძულებს რომ აღარაფერზე ვიდარდო ამიტომაც ყველა ფიქრი უბრალოდ უფერული ხდება ამ ნახშრისფერი ფონის გარშემო.
უზომოდ მადლიერი ვარ იმისათვის რომ ჩემს ნაჯღაბნს კითხულობთ :) <3 < 3
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...