---------------------------------------დღევანდელი დღე-----------------------
რატომ არ მახსოვდა ეს ყველაფერი? ჩვენი გონება საინტერესო თამაშს გვეთამაშება. სხვა რა უნდა იყოს ეს თუ არა თამაში? ან იქნებ თვდაცვითი რეფლექსი რომელმაც ბავშვს ის ტკივილი შეუმსუბუქა რომელსაც ამ ამბის მის გონებაში ყოფნა მოუტანდა. ნუთუ ეს საჩუქარია? ან ღმერთის დიადი და შეუცნობელი გზა? თუ ეს ასეა ღმერთი უცნაური ყოფილა და არასწორი არჩევითობის პრინციპით გაუცია საჩუქრები, ან ძალიან ბოროტული გეგმა ჰქონია, რადგან ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ დიდებულ ძღვენს იმსახურებდა ჯუნმიონი იყო.
ის ბატონი ჯუნმიონი სულ ჩუმად რომ იჯდა კაბინეტში, ის ჯუნმიონი წარბის აწევით რომ შეეძლო შენი დაშინება, ის ჯუნმიონი ტკბილ ყავას რომ სვამდა მისი ცივი გამომეტყველების მიუხედვადა, დიახ, ის ჯუნმონი იმსახურებდა ყველაფრის დავიწყებას. ვინ იცის რამდენჯერ დატრიალებულა ეს კადრები მის გონებაში.
სამყარო უსამართლოა. მას არაფერი აქვს საპატიებელი რადგან ეს მისი ბრალი არც ყოფილა.
მე სულელს მხოლოდ ახლა მახსენდება რომ ჩანიოლი შუადღის შემდეგ არ მინახავს და არც ჩემი ნაბიჭვრული საქციელისთვის მომიხდია ბოდიში.
მის ძებნას სახლში ვიწყებ. მხოლოდ ახლა ვაანალიზებ რომ სახლს ჩემი ''ბედნიერი ვირუსი'' აკლია. ღმერთო ჩემო! სად წავიდა? ძალიან ცუდად მოვიქეცით ასე რომ გავაძევეთ ოთახიდან და ახლა ვინ იცის სად არის.
ტელეფონს ვიღებ და მის ნომერს ვპოულობ. არ იღებს. ის ხომ ასეთი მგრძნობიარეა არასდროს აჩვენებს მაგრამ ასეა. დარწმუნებული ვარ ნერვიულობს და ქუჩაში დახეტიალობს.
-იდიოტი ხარ ო სეჰუნ, იდიოტი!
სახლი სასტიკად დუმს. ყოველი კედელი კიდევ უფრო მეტად ცივი, თეთრი და უსახური ჩანს. მართალს ამბობენ სახლს სიცოცხლეს ადამიანები აძლევენო. მე ამ კედლებს სიცოცხლეს ვერ მივცემ რადგან ადამიანი კი არა მონსტრი ვარ.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Hayran Kurguოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...