-არ გაქვს ამის უფლება
-ოუუ მაქვს და თან არც კი იცი როგორ მინდიხარ
კედელთან მიმწყვდეული სხეული დაბნეული და სუნთქვაარეული შეჰყურებდა უფროსს. ახლა, ამ მომენტში ის ისეთი სრულყოფილი იყო უნდოდა თვითონვე დასწვდომოდა სქელ, ვარდისფერ ტუჩებს მაგრამ ამას ვერ იზამდა. ორი მიზეზი არსებობდა, პირველი ახლა სამსახურში იყვნენ და მეორე ეს ყოველივე მის ღირსებას ლახავდა. სამაგიეროდ სხეულს, რომელიც კედელთან ამწყვდევდა სეჰუნს, არაფრის შიში არ გააჩნდა ამიტომაც მალე შეაერთა მათი ტუჩები. ეს არ იყო კოცნა რომლითაც შეყვარებული წყვილები ერთმანეთს სიყვარულს უმტკიცებდნენ. ეს იყო უხეში, ცხოველური და მშიერი კოცნა რომელიც სეჰუნს გულს უჩქარებდა და თავზე კონტორლს აკარგვინებდა. უფროსმა კოცნა გააღრმავა და ამის წინააღმდეგი არც მისი „მსხვერპლი" ყოფილა. ახლა მათი ენები უკვე დომინანტობისთის იბრძოდნენ. ჰაერის მარაგის ასაღებად ერთმანეთს მოსცილდნენ. მუქკანიანმა შეათვარიელა მისი ნამოქმედარი, თვალი შეავლო გაწითლებულ სახესა და გამომშრალ ტუჩებს და კვლავ ეძგერა სამიზნეს. სეჰუნს უკვე ტუჩები ტკიოდა და ჰაერის მარაგი ელეოდა მაგრამ არ ჩერდებოდა, ახლა თუ გაჩერდებოდა მისთვის თვალებში ჩახედვა მოუწევდა რაც არ აწყობდა. „თავმდასხმელი" კოცნით ჩაუყვა ნიკაპს და ყელზე იასამნისფერი ნიშნების დატოვება დაიწყო. სეჰუნის გონებამ ყვირილი დაიწყო რადგან ამ ნიშნების დაფარვა საკმაოდ რთული იქნებოდა მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია, მისი სხეული არ ემორჩილებოდა და არც თავი შეუწუხება ამაზე ფიქრით. კედლის კუთხიდან მაგიდასთან გადაინაცვლეს. ერთი ხელის მოსმით ყველა არასაჭირო ნივთი დაბლა დავარდა და მათ მაგივრად მაგიდაზე, გონებაარეული და სიამოვნებისგან თვალებმილეული, სეჰუნი აღმოჩნდა. იცოდა რომ ამის უფლება მისთვის არ უნდა მიეცა მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა და კიდევ საუკუნე ვერ შეეწინააღმდეგებოდა კარამელისფერკანიან დომინანტს.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...