-აიშ, დავიღალე მგონი მოვკვდები
სკამზე მოწყვეტით ეშვება გიგანტი. დღეს პირდაპირ შესანიშნავი დღე ჰქონდათ ალბათ იმიტომ რომ 13 მარტი იყო, დათარსული რიცხვი დათარსულ დღეს უდრიდა. ჯერ იყო და აეროპორტში დააგვიანდათ, მერე შიუმინი დაიკარგა სანამ მას იპოვნიდნენ ფრენაზე დააგვიანეს მორიგი რეისი გვიან ჩამოფრინდა. სიცხისგან გათაგულებმა აღმოაჩინეს, რომ ჩენი აეროპორტში ნაყიდმა ჰამბურგერმა მოწამლა. ფრენა სასტიკად დამღლელი იყო და საერთოდ ვერ გამოიძინეს ამას ახლა ისიც დაერთო რომ ბარგი დაიკარგა და სეულში მყოფნი ჯერ კიდევ აეროპორტში ელიან ბარგის აღმოჩენას.
-ნუ წუწუნებ თორემ ჩემი ხელით მოგახრჩობ
დაიღრინა სეჰუნმა რომელსაც უკვე ნერვები აწყდებოდა და მზად იყო მთელი მსოფლიოს დაპირისპირებოდ. ეს სიტყვები ხმამაღლა მოუვიდა და ყველას ყურადღება მიიქცია
-შენ რაღას მიყურებ?
დაუსისინა გვერდით მდგომ, პატარა, გოგონას, რომელიც დამრგვალებული თვალებით უცქერდა 5 იდიოტს. მშობელმა ჯერ საყვედურნარევი თვალებით გახედა სეჰუნს შემდეგ კი, აცრემლებულ, გოგონას ხელი ჩაჰკიდა და შოკოლადის საყიდლად გაიყვანა. მაშინ როცა, როგორც იქნა, სკამებზე თვლემა დაიწყეს აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგი მოუტანეს და ბოდიში მოუხადეს. იმისთვის, რომ დანაშაული გამოესყიდათ ორი მანქანით მოემსახურნენ თუმცა სეჰუნს ეს არ დასჭირვებია.
როცა აეროპორტში შემოსული, ჯინსის შარვალსა და ნაცრისფერ, თხელ, მაისურში გამოწყობილი, ღიმილიანი, ჯონგინი დაინახა ადგილზე გაიყინა და გასასვლელიდან უკან შებრუნდა. მის ბავშვურობაზე ჯონგინს გაეცინა ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.
-ჩემითაც წავიდოდი
სეჰუნის ხმას დამაჯერებლობა აკლდა, თან შეწინააღმდეგების არც თავიც ჰქონდა და არც სურვილი. უკანა სავარძლებზე, მთელს სიგრძეზე, მოთავსდა და სანატრელ ძილს მიეცა. სანამ დაიძინებდა შეამჩნია, რომ მანქანის მთელი სალონი შოკოლადისფერკანიანის სურნელით იყო გაჟღენთილი. „ნეტვ სუნამოს ხმარობს თუ... არა როდის იყო ადამიანებს საკუთარი სურნელი გააჩნდა" ფიქრობდა გონებადაბინდული სეჰუნი და ჯონგინის ხმა რომელიც რაღაც, მისთვის გაურკვეველ, თემაზე ესაუბრებოდა ძილისპირულივით ჩაესმოდა ყურებში.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanficოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...