Sehun's POV
ცხოვრებაში პირველად ვხედავ სუჰოს ინტერესიან მზერას. მეტიც მასში საუბრის სურვილიც კი იკითხება
-დაიწყე სეჰუნ
-რა?
-რა გინდა?ჰა-ჰა, მეცინება
-რომ ვიცოდე რა მინდა ასე მოვიქცეოდი?
-სეჰუნ შეიძლება გგონია რომ არ მაინტერესებ მაგრამ ასე არასდროს ყოფლა. გაკვირდებოდი სეჰუნ. ვიცი რასაც გრძნობ და ამას იმიტომ არ გეუბნები რომ დაგამშვიდო. მეც იგივე გზა გავიარე რაც შენ. მეგონა ვერ ვგრძნობდი. ამის გამო უამრავ რამეს ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ეგოისტური სურვილი დამეკმაყოფილებინა და ბოლოს ჩემს ყველა კითხვას გაეცა პასუხი. სანამ გეტყვი ჩემს პასუხს ჯერ შენ მითხარი შენი აზრით რატომ იქცევი ასე?
-სუჰო, ვერაფერს ვგრძნობ. ვერაფრით ვვინტერესებდი და ვერც ვერავის ვპოულობ ვინც ამ ყველაფერს შეცვლის.
-ანუ შენ გგონია რომ შენი დღევანდელი ქცევა მაგას უკავშირდება?
-თუ ეს არაა აბა რა არის?
-კარგი, გეტყვი. საქმე იმაში არაა გრძნობ თუ არა რადგან ყველა ადამიანს შეუძლია იგრძნოს. საქმე იმაშია რომ შენ ერთი, კონკრეტული, გრძნობა გაწუხებს და გინდა რომ დაისაჯო. ერთი გრძნობა ყველა სხვა ყველაფერს ბლოკავს და ერთადერთი რაც გინდა ისაა, რომ შენთის განკუთვნილი, ყველაზე მტანჯველი სასჯელი მიიღო რომელიც ყოვნდება. დაყოვნებას გაღიზიანება მოსდევს და მთელი რიგი ჯაჭვური რეაქციები.-და რა გრძნობაა ეს?
-დანაშაულის გრძნობა
-რისთვის?
-შენ ჩემზე უკეთესად იცი სეჰუნ.
ოთახში დამაყრუებელი სიჩუმე ვარდება. ჩემს თავში უამრავი ფიქრი ტრიალებს თუმცა ერთადერთს ვგრძნობ, დანაშაულს და კიდევ ერთხელ დანაშაულს
-შენი ბრალი არაა სეჰუნ
სუჰოს ხმა ებზარება. მუდამ შეკრული წარბები იხსნება და ტუჩის კუთხე დაბლა ეშვება თვალები კი ცრემლით ევსება. ჩემი 18 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში პირველად ვხედავ ასეთ სუჰოს.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanficოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...