ყველასთვის სამაგალითო პიროვნება კლუბში დამჯდარა და ალკოჰოლურ სასმელს მისტანებია. უკვე იმდენი დალია ალკოჰოლის, მწარე, ხისტი, გემოსგან ყელი და მუცელი ერთიანად ეწვის. რა აიძულებს იმდენი დალიოს სანამ ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავი ღვიძლს არ დაულპობს?ადრე ასეთი არ იყო, პირიქით, მისგან მგალითსაც კი აიღებდით. ახლა კი რას დაემსგავსა პარკ სუჰო? ადამიანის ლანდს რომელსაც ერთადერთი რამ გამოსდის კარგად, ბიზნესი. საკუთარი თავი სძულს იმის გამო, რომ საკუთარი შვილის გაყიდვა უწევს. დიახ, შვილის. სეჰუნი მუდამ შვილივით იყო მისთვის. მაგრამ რა შეიცვალა? რატომ ჰგვრის შვებას ის ფაქტი, რომ ჩანიოლის მაგივრად სეჰუნს უწევს თავის გაწირვა? რა ეგოისტია ადამიანი. თუმცა იქნებ ეს იმიტომაა რომ ჩანიოლი მისი მეუღლის, ერთადერთი სიხარულის, მელისგან დარჩა? ყოველ ჯერზე როცა ის ახსენდება სხეული ტკივილისგან ეკრუნჩხება. ჩანიოლს დედამისი არ ახსოვს, არც სეჰუნს, მაგრამ სუჰოს ახსოვს. მათი ღიმილიანი სახეებიც ახსოვს და გაყინული, სისხლში დასვრილი სხეულებიც. ამ ყოველივეს გახსენებისას ყელში მომწარო სითხეს უშვებს რომლის გემოსაც უკვე შეეგუა და აღარც გაუსაძლისად მწარედ ეჩვენება.
იცნობს კიმების ოჯახს მაგრამ სეჰუნზე სიკვდილამდე ნერვიულობს. ამიტომაა ნიშნობის წვეულებას ბოლმდე რომ აჭიანურბს. სიმართლე ითქვას და არც კიმები კვდებიან ქორწილის სურვილით თუმცა საქმე ასე მოითხოვს. იცის რომ კიმების ოჯახის შვილსაც გამოცდილი აქვს ის ტკივილი რაც თვითონ გამოსცადა. სახლში წასვლას არ ჩქარობს მაგრამ არ უნდა ბიჭებმა ინერვიულონ. უვე საკმაოდ გვიანია. ბარში აქა-იქ თუა შემორჩენილი ხალხი, ძირითადად ისინი ალკოჰოლისგან, რომ გაითიშნენ და არც არავის ანაღვლებს მათი მდგომარეობა. სკამიდან ბარბაცით დგება და ასევევ ბარბაცით გადის ბარიდან. ბარმენის შემოთავაზებას ტაქსის გამოძახების თაობაზე აიგნორებს და სულ მალე უკუნ სიბნელეში გამოდის. კაცის ჭაჭანება არაა. არც მაქანა წამოუყვანია, სიკვდილს სურვილით ჯერჯერობით არ იწვის. ფეხით მიუყვება ლამპიონებისგან მკრთალად განათებულ, წვიმისგან დასველებულ გზას. ვერც კი ამჩნევს როგორ ეპარებიან უკნიდან და სველ ტილოს აფარებენ. მის, ჯერ კიდევ გონზე მყოფ, სხეულს ღამესავით შავ ფურგონამდე მიათრევენ. სახეებს ვეღარ არჩევს რადგან მხედველობა დაბინდულ აქვს რამდენმე წუთში კი ითიშება.
YOU ARE READING
Love will find you (Completed)
Fanfictionოთახში ჰაერი იკლებს. შემიძლია დავიფიცო რომ ახლახანს ჟანგბადის ბოლო მოლეკულა შევისუნთქე და სანამ ეს მოლეკულა ალვეოლეამდე ჩავა მინდა გავიქცე. ფეხები არ მემორჩილება და სიშავეში ვვარდები. ესეც შენი წამიერი ბედნიერება. არ არსებობს ბედნიერება უბედურებს გა...