მოულოდნელობები

377 49 10
                                    


ჩემი სახის მდგომრეობა მხოლოდ მაშინ მახსნდება როდესაც ბექჰიონის გაფართოებულ თვალებს ვხედავ.

-რა მოხდა ჩანი?
ალბათ ძალიან საზიზღრად გამოვიყურები. უბრალოდ მთელი დღის ცრემლებს მხოლოდ ახლა ვაძლევ იმის საშუალებას, რომ უსირცხვილოდ დაასველონ ლოყები და ჩამორეცხონ სული. ამბობენ ცრემლები შვებას გგვრისო მე პირიქით მემართება ერთ ცრემლს მეორე მოსდევს და რამენიმე წამში ბექჰიონის მხარს ცრემლებით ვასველებ.

-დაწყნარდი ჩანი ,მე აქ ვარ.

-უბრალოდ...უბ-უბრალოდ

-რა დაგემართა?

მისი ხმა თვალებივით ღრმაა და მასში ჩახედვისას თავს ვეღარ ვიკავებ.

-მ-მე ჩემს საუკეთესოს ვ-ცდ-ვცდილობ, ხომ გ-გ-გესმის?

-ვიცი ჩანნი, მესმის.

კიდევ უფრო ძლიერად მეხუტება . ახლა, ამ მომენტში, ბექჰიონი ის ადამიანია რომელიც ყოველთვის მინდოდა მყოლოდა. ვგრძნობ, რომ შემიძლია მის მხარზე თავდადებულმა, ცხარე ცრემლებით, ცრემლის დაშრობამდე ვიტირო.

-მადლობა

ახლა როცა ჩემი საშინელი ტკივილი ცოტა ხნით ჩაცხრა, ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით, დარცხვენილი, თვალებშიც კი ვერ ვუყურებ.

-ჩემი ნუ გრცხვენია

ხელს ნიკაპზე მკიდებს ცოტა ხანში უკვე თვალებში შევყურებ. ნეკა თითით ლოყაზე შერჩენილ ცრემლს მაშორებს და მიღიმის.

მე ვერ გიპასუხებთ თუ რა ვჭამე საუზმედ გუშინ, რა სიმღერას ვმღეროდი მანქანაში დღეს დილით, რამდენჯერ მატკინეს გული ან თუნდაც ჩემი სიცოცხლის რა ნაწილი გავატარე სიცილში მაგრამ ის ვიცი, რომ ბიონ ბექჰიონი, სამყაროში ყველაზე ლამაზი, კეთილი და ანგელოზური ადამიანი ამ დღეს, ამ წუთებში შემიყვარდა.

მიუხედვად იმისა, რომ საკმაოდ თამამი ვარ თავს ვერ ვიკავებ და მთელ სახეზე ცეცხლი მეკიდება.

Love will find you (Completed)Where stories live. Discover now