:ტყეში:

687 73 113
                                    

ანნის თვალთახედვით:

ახლა მათთან ღამის გატარების დრო დადგა....

როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედი გარემოს თვალი მოვავლე.

ბევრ ხეს შორის მოქცეულ მინდვრის ნაირ რააღაცაში ვიყავით.
ცამდე აზიდული ნაძვნარი, საშიშ გარემოს ქმნიდა, მაგრამ ეს სულელები შიშის შეგრძნებას საერთოდ არ მიტოვებდნენ.

ჩემი ნივთები მომოს მივაჩეჩე და სუჰოსკენ გავიქეცი.

-გინდა დაგეხმარო?

მან შეამჩნია თუ როგორ მიბრწყინავდა თვალები კარვის დანახვისას ამიტომ ჩაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.

-აუ რრა მაგარია!-წამოვიყვირე და მას კარვის გაშლაში დავუწყე მიხმარება.

დანარჩენებიც  აწესრიგებდნენ და „არჯულებდნენ“ იქაურობას.

სანამ სუჰოსთან ერთად ვიყავი მორიდებულად, მაგრამ მაინც ვკითხე მემბერების სახელები.

-შენ რა დღემდე არ იცი მათი სახელები????-წამოიყვირა, რითიც ყველას ყურადღება მიიქცია.

-ჩემი იცის!(თავმომწონედ აიწია ხელი ბექიონმა.)

-ჩემიც(ირონიული ღიმილით თქვა ლეიმ)

-რადგანაც ბექიონის მეუღლე ვარ, ჩემი სახელიც ეცოდინება...

თავის დაქნევით ვუპასუხე სამივეს რომ მართლები იყვნენ და საქმეს მივუნრინდი.

-ახლა შეშაზე რომ მიდიან , ეგენი არიან შიუმინი და ჩენი.-გაიხედა და ორ დაბალ სილუეტზე მიმანიშნა.-ის მაღალი , რომ ზის და არაფერს აკეთებს, არის სეჰუნი.

-აჰამ გასაგებია.ის ვინ არის?-ხელით მკაცრგამომეტყველებიან ბიჭზე მივანიშნე.

-სატანსუ..

-ვინ?

-დიო. იცოდე მის გაბრაზებას არ გირჩევ.

-გამოცდილი მაქვს სხვა მემბერებზე-ორივეს გაგვეციინა ამ წინადადებაზე, რის შემდეგაც ერთი კარვის გაშლას მოვრჩით.

EXO: Instagram Life(დასრულებული)Where stories live. Discover now